გერმანია

სწავლა–განათლება გერმანიაში

სწავლა გერმანიაში – ეს არის ხარისხიანი თითქმის უფასო განათლება და აქტიური დასვენება სტუდენტებისათვის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – სახელმწიფო, რომელიც შედგება 16 ფედერალური მიწისგან და რომლის დედაქალაქია ბერლინი. ოფიციალური ენა არის გერმანული.

გერმანია – ეს არის ქვეყანა რომელშიც ბევრია არქიტექტურული ძეგლები, ლუდის ფესტივალები და სხვადასხვაგვარი კურორტები. მდინარე რეინის თვალწარმტაცი ხეობა მისი შუა საუკუნეების დროინდელი ციხე–კოშკებითა და მონასტრებით, ალპების მთებზე სულისშემძვრელი სნოუბორდინგი, ბადენ ბადენის გამაჯანსაღებელი კურორტები, საინტერესო გასეირინება შავ ტყეში (schwarzwald), რაინდთა ტურნირები და სხვა მრავალი გაგიხარებთ გულს გერმანიაში სწავლის პერიოდში. აქტიური დასვენება ხომ სტუდენტების გართობის საყვარელი სახეობაა.

საშუალო სკოლები იღებენ უცხოელ მოსწავლეებს მაღალ კლასებში 14 წლიდან. საშუალო სკოლები – ესაა გიმნაზიები, რეალური სკოლები, მთავარი სკოლები, პროფესიონალური სკოლები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები. გიმნაზიის დამთავრების დიპლომი უნივერსიტეტის მრავალ ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაბარების უფლებას იძლევა.

მთავარი მოთხოვნა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისთვის არის გერმანული ენის გამოცდა – Zertifikat Deutsch als Fremdsprache. გერმანიის უმაღლესი განთლების სისტემას შეადგენენ დაახლოებით 400–მდე სახელმწიფო უნივერსიტეტი და მათთან გათანაბრებული უმაღლესი სასწავლებლები:

- Universitäten – ზოგადი პროფილის უნივერსიტეტები
- Technische Universitäten – ტექნიკური უნივერსიტეტები;
- Technische Hochschulen – უმაღლესი ტექნიკური სკოლები;
- Fachhochschulen – სპეციალური სასწავლო დაწესებულებები;
- Musikhochschulen და Kunsthochschulen – მუსიკალური და ხელოვნების კოლეჯები;
- Pädagogischen Hochschulen – პედაგოგიური სასწავლებლები;
- Verwaltungsfachhochschulen и Kirchlichen Hochschulen – ჩინოვნიკებისა და სასულიერო პირების მოსამზადებელი სასწავლებლები.

უმაღლესი სასწავლებლების სისტემა გერმანიაში სტუდენტებს აძლევს უფლებას დამოუკიდებლად შეარჩიოს დისციპლინები, ასევე შეათავსოს სწავლა სამეცნიერო კვლევასთან. სწავლის ხანგრძლივობა გერმანიაში შეადგენს 4–7 წელიწადს.