კანადა

სწავლა–განათლება კანადაში

კანადის განათლების სიტემა ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ისტორიულად კანადაში დაგროვდა დიდ გამოცდილება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე სწავლებისა. განათლების სიტემაზე აქ იხარჯება დიდი რვიანის ქვეყნებიდან ყველაზე ბევრი თანხა, ამიტომაცაა რომ უამრავი სტუდენტი ჩადის ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, კანადა შედის მაღალი დონის ცხოვრების მქონე ქვეყნების სამეულში და საგანმანათლებლო კუთხით ყველაზე პოპულარული ქვეყნების ხუთეულში. ამასთან კანადაში სწავლა შედარებით უფრო იაფია, ვიდრე მეზობელ ამერიკაში.

კანადის განათლების სიტემა ბრიტანული ნიმუშის მიხედვითაა აგებული. იგი გამოირჩევა სწავლების მაღალი დონით, მჭიდრო კონტაქტით პროფესორებსა და სტუდენტებს შორის, აქცენტი კეთდება სამეცნიერო კვლევაზე.

ამ ქვეყანაში მიღებული დიპლომები და ატესტატები იძლევიან მათი მფლობელებისთვის შესანიშნავ პესრპექტივას: საშუალო განათლების დამთავრების შემდეგ უფლება გეძლევათ ჩააბაროთ კანადის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მსოფლიოს მრავალი კომპანია სიამოვნებით იღებს სამუშაოდ კანადის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულ სპეციალისტებს.