ესპანეთი

სწავლა–განათლება ესპანეთში

ესპანეთში განათლება არც თუ ისე ძვირია, ხოლო ესპანური უნივერსიტეტების დიპლომები აღიარებულია ევროპაში. Reino de Espana – ესპანეთის სამეფო მდებარეობს ევროპის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, პირენეის ნახევარკუნძულზე. ქვეყანაში დომინირებს სამი ტიპის კლიმატი: ზომიერი ზღვის, ხმელთაშუაზღვის და კონტინეტალური. დედაქალაქია – მადრიდი, ოფიციალური ენა – ესპანური.

ესპანეთი ფართოდ არის ცნობილი უნიკალური გენიოსის ანტონიო გაუდის ქმნილებებით ბარსელონაში და კანარის კუნძულების ფეშენებელური კურორტებით. ესპანეთი – ეს არის კორიდის და ფლამენკოს სამშობლო. ესპანეთში სწავლის პერიოდში თითოეული ადამიანი იპოვის მისთვის სასურველ დასვენების და გართობის ადგილს: სამთო–სათხილამურო სპორტი სიერა–ნევადეში და პირენეებზე, სნოუბორდინგი პაის ვასკოს სანაპიროზე, ველოსპორტი, სასიამოვნო წყნარი დასვენება კოსტა დელ სოლის სანაპიროებზე და სხვა.

სავალდებულო და უფასო ესპანეთში არის:
– დაწყებთი განათლება, სადაც 6–12 წლის ბავშვებს ასწავლიან ძირითად საგნებს.
– საშუალო განათლება, სადაც მოსწავლეებს 12–დან 16 წლამდე ამზადებენ უმაღლესი სასწავლებლებისთვის.

უმაღლესი სასწავლებლები ესპანეთში 95 % წარმოდგენილია უნივერსიტეტების სახით. ეს არის 50–ზე მეტი სასულიერო სასწავლებელი, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სადაც უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილია მხოლოდ ადგილების 5%. ესპანურ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად აუცილებელია:
1) საშუალო განათლების ატესტატი
2) Selectividad – გამოცდების ჩაბარება ესპანურ ენაში და არჩევით საგნებში.
სტუდენტებს, ვისაც აქვთ ესპანური ენის დიპლომი Diploma de Espanol como Lengua Extranjera, თავისუფლდებიან ესპანური ენის გამოცდიდან.

სწავლება ესპანეთში მიმდინარეობს ესპანურ ენაზე, ზოგჯერ ინგლისურად. მეტ წილ უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს ესპანური ენის შემსწავლელი კურსები.

ესპანეთის უნივერსიტეტბში სწავლის შედეგად შეიძლება ბაკლავრის, მაგისტრის და დოქტორის ხარისხების მიღება. ესპანეთში არის ოთხი ტიპის უმაღლესი სასწავლებელი:
- Facultades universitarias – საუნივერსიტეტო ფაკულტეტები არატექნიკური თეორიული დისციპლინებით.
- Escuelas tecnicas superiors – უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლები
- Escuelas universitarias – საუნივერსიტეტო სკოლები პროფესიული განხრით, სადაც ამზადებენ სტუდენტებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დონეზე.
- Colegios universitarias – საუნივერსიტეტო კოლეჯები, სადაც ხდება სტუდენტთა მომზადება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურისათვის პროფესიული ორიენტაციის გარეშე.