სწავლა საზღვარგარეთ

კითხვა- პასუხი

საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლასთან დაკავშირებით

  • მინდა წავიდე საზღვარგარეთ რომელიმე უნივერსიტეტში სასწავლებლად. რით დავიწყო ?
    • გადახედეთ ჩვენს საიტზე უნივერსიტეტებს და მათ სპეციალობებს. ჯერ შეარჩიეთ ქვეყანა - სადაც გინდათ რომ ისწავლოთ. შემდეგ, შეარჩიეთ უნივერსიტეტი და სასურველი სპეციალობა. ცხადია, ქვეყნების მიხედვით ფასები განსხვავებულია. შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა და თქვენი უცხო ენის ცოდნის დონე.

  • არის თუ არა სადმე უფასო სწავლება ?
    • დიახ, არის - მაგალითად ჩეხეთში უნივერსიტეტებში ჩეხურ ენაზე სწავლება უფასოა. თუ არ იცით ჩეხური ენა, შეძილება ჩეხური ენის მოსამზადებელი კურსის გავლა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საგნებში მისაღები გამოცდების ჩაბარებაც ჩეხურად მოგიწევთ. ფიქრობთ რომ ძნელია? მაშინ სცადეთ ისევ ინგლისურად. ინგლისურენოვანი სწავლება ძვირი სიამოვნებაა, რადგან ლექტორებს ინგლისურად სწავლებაში მეტ ხელფასს უხდიან - ადრე იყო უფასო სწავლება სკანდინავიის ქვეყნებში, მაგრამ როგორც ცნობილია ამ ბოლო დროს მათაც დააწესეს სწავლის გადასახადი (არც თუ ისე მცირე).

  • რომელიმე გაცვლითი პროგრამით თუ შეიძლება წასვლა საზღვარგარეთ?
    • ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კარგი გაცვლითი პროგრამაა "ერაზმუსი", რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. ერაზმუსის მონაწილე რომ გახდეთ, აუცილებლად უნდა იყოთ რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. ამ პროგრამასთან ჩვენ სააგენტოს არა აქვს შეხება, მას ახორციელებენ უშუალოდ უნივერსიტეტები. თუ სტუდენტი ხართ, ინფორმაცია "ერაზმუსის" პროგრამაში მონაწილეობაზე უნდა იკითხოთ იმ უნივერსიტეტის დეკანატში, სადაც სწავლობთ. სხვა გაცვლით პროგრამებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

  • არის თუ არა ჩასაბარებელი მისაღები გამოცდები ? რა ეტაპების გავლა მომიწევს?
    • უმეტეს უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი (იშვიეთად) ითხოვს საგნებში გამოცდების ჩაბარებას. ეს დამოკიდებულია ასევე არჩეულ სპეციალობაზეც, მაგალითად არქიტექტურის ან ხელოვნების ფაკულტეტებზე ხშირად არის გამოცდები. პირველ ეტაპია პროგრამის შერჩევა, აპლიკაციის გაგზავნა უნივერსიტეტში და მოწვევის მიღება, მეორე ეტაპი არის საელჩოს საბუთების მომზადება და ვიზის მიღება, მესამე დანიშნულების ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ თქვენი ატესტატის (ან დიპლომის) აღიარება, მეოთხე ეტაპი - გამგზავრება.

  • ინგლისური ენაზე თავისუფლად ვსაუბრობ, მაგრამ ენის სერტიფიკატი არ მაქვს, მიმიღებენ ?
    • ეს დამოკიდებულია უნივერსიტეტზე. ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს შიდა ტესტი, ან გასაუბრება ინგლისურ ენაში და ამოწმებს თქვნი ცოდნის დონეს და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიგიღებთ. თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტი (შედარებით უფრო პრესტიჟული) მკაცრად ითხოვს ენის სერტიფიკატს.

  • საერთოდ არ ვიცი ინგლისური ენა, მაგრამ მაინც მინდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, როგორ მოვიქცე ?
    • მოემზადეთ ინგლისურ ენაში ჩვენს ცენტრში სადაც მოკლე დროში საფუძვლიანად შეგასწავლით ინგლისურ ენას. სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

  • შემიძლია თუ არა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მუშაობა ?
    • დიახ, შეგიძლიათ თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში საათების სხვადასხვა რაოდენობაა. პირველ რიგში უნდა აიღოთ იმ ქვეყნის დროებითი ბინადრობის ნებართვა (ზოგან მუშაობის უფლებაც). გაითვალისწინეთ რომ იმ ქვეყნის ენის ცოდნის გარეშე (მაგალითად, პოლონურის პოლონეთში) გაგიჭირდებათ სამუშაოს შოვნა.

  • საჭიროა თუ არა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, როცა საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მსურს სწავლა ?
    • როგორც წესი ეროვნული გამოცდების გავლა არ არის აუცილებელი, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის განათლების სამინისტრო (მაგალითად, ლიტვა) დიპლომის აღიარების პროცესში ითხოვს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს.

  • ინგლისური ენის რომელი საერთაშორისო სერტიფიკატი უნდა მქონდეს, უნივერსიტეტმა რომ მიმიღოს ?
    • უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა მოთხოვნები ენის სერტიფიკატზე, ამიტომ პირველ რიგში ამ მოთხოვნებს უნდა გაეცნოთ. IELTS და TOEFL სერთიფიკატებს თითქმის ყველა უნივერსიტეტი აღიარებს, თუმცა მიაქციეთ ყურადღება მინიმალური ქულების რაოდენობას, რომელსაც ითხოვს თქვენი უნივერსიტეტი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ორ სერტიფიკატს აქვს ვადა 2 წელი, რომლის შემდგომ იგი ძალას კარგავს.

  • როგორ შეიძლება მოვიპოვო დაფინანსება ?
  • გარანტირებულია თუ არა ვიზის მიღება თქვენი დახმარებით ?
    • არც ერთ ორგანიზაციას არ შეუძლია მოგცეთ მსგავსი გარანტია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით ყველა ის ნიუანსი, რომელიც თქვენთვის შეიძლება არ იყოს ცნობილი. ასე, რომ ენდეთ ჩვენს გამოცდილებას. ვიზის მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფინანსები. ამიტომ აუცილებელია პირადი ან მშობლების ფინანსების დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. თქვენი საქმის განხილვისას სავიზო ოფოცერი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ფულადი სახსრები დანიშნულების ქვეყანაში ყოფნისათვის და არ გაქვთ საემიგრაციო ან არალეგალური მუშაობის განზრახვა.