სწავლა საზღვარგარეთ

ჩვენ შესახებ

მოკლე ისტორია

2001 წელს გავხსენით საქართველოში პირველი Au Pair სააგენტო და მრავალ ახალგაზრდას დავეხმარეთ Au Pair პროგრამით გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებაში.
2010 წლიდან კომპანია ფუნქციონირებს როგორც შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია" და ახორციელებს მსურველთა გაგზავნას საზღვარგარეთ სასწავლებლად უნივერსიტეტებსა და ენის სკოლებში.
თბილისში გვაქვს ენების შემსწავლელი ცენტრი, სადაც ხორციელდება ინგლისური და რუსული ენების სწავლება, IELTS გამოცდისთვის მომზადება.
ფირმის დირექტორია - გიორგი ირემაშვილი, ენების სკოლის ხელმძღვანელი - ლიკა ბაიაშვილი.

ჩვენი მიზნები და მისია

ჩვენ ვართ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება განათლების კონსულტირების სფეროში. ჩვენი მთავარი მიზანია კლიენტთა უზრუნველყოფა "სად, რა, როდის არის საჭირო" პრინციპის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა ხარისხის ფილოსოფიის და ჩვენი დევიზია "მაქსიმალურად დაკმაყოფილებული მომხმარებელი" .

ჩვენი კომპანია მოწოდებულია საზღვარგარეთ სწავლის თითოეულ მსურველს სწორად შეურჩიოს სასწავლო დაწესებულება თუ საგანმანათლებლო პროგრამა.

ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები