ავსტრია

სწავლა–განათლება ავსტრიაში

ავსტრიაში განათლების მიღება – ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პრესტიჟული დიპლომის მიღებასთან ერთად ისიამოვნოთ დაუვიწყარი დასვენებით ევროპაში.
ავსტრია – საოცარი ევროპული ქვეყანაა კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრქტურით. აქ დომინირებს ზომიერად კონტინეტალური კლიმატი: ზაფხული მოკლეა, მაგრამ თბილი, ხოლო ზამთარი – ხანგრძლივი და ცივი. ავსტრია მსოფლიოში ცნობილია თავისი სათხილამურო კურორტებით: ბად გასტაინი, სან ანტონი, ზაალბახი და სხვები. შვეიცარიასთან ერთად ეს ქვეყანა წარმოადგენს ევროპელებისთვის სამთო–სათხილამურო „მექას“. დღესდღეობით ავსტრიისთვის ტურიზმი არის შემოსავლის ერთ–ერთი ძირითადი წყარო.

ავსტრიის დედაქალაქი ვენა – ევროპის მუსიკალური ცენტრია, სადაც ტარდება უმსხვილესი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალები. მდიდრული რესტორნები, ღამის კლუბები, სასახლე მუზეუმი ბელვედერი, სახელგანთქმული თეატრი შტატსოპერ და სხვა მრავალი გიზიდავთ რათა ეწვიოთ ვენას. ამას გარდა, სტუდენტებისთვის, რომლებიც ავსტრიაში სწავლობენ არსებობს ფასდაკლების სისტემა სამგზავრო ტრანსპორტზე, ექსკურსიებზე, კულტურულ–გასართობ დაწესებულებებში.

დღესდღეობით ავსტრიის უნივერსიტეტები ეს არის სასწავლებლები, რომელთა დიპლომებიც აღიარებულია ევროკავშირში. ავსტრიის განათლების სისტემა გამოირჩევა თავისუფლების საკმაოდ მაღალი დონით და სთავაზობს სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს.

ავსტრიულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად უცხოელმა სტუდენტებმა უნდა დააკმაყოფილონ ორი პირობა: წარმოადგინონ ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი და წარმატებით ჩააბარონ გერმანული ენის გამოცდა.

ავსტრიაში ფუნქციონირებს შემდეგი ტიპის სასწავლებლები: კოლეჯები – Akademien des nicht-universitären Bereich რომლის დამთავრების შემდეგ გამოდიან მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, სამედიცინო პერსონალი და ტექნიკური ასისტენტები. უმაღლესი სკოლები პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამებით – Fachhochschule; სამხატვრო (ხელოვნების) სასწავლებლები უნივერსიტეტები – Universitäten, რომლებიც გამოირჩევიან მომზადების ფართო პროფილით და ზოგადი თეორეტიკული ცოდნით ხელოვნების უნივერსიტეტები – Universitäten der Künste;

ავსტრიაში სწავლისას სტიპენდიები გათვალისწინებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უცხოელ სტუდენტებს კი ავსტრიის მთავრობა სტიპენდიებს აძლევს მხოლოდ სტაჟირებისთვის, რომელიც მიმდინარეობს ავსტრიულ ან სხვა ევროპულ ფირმებში. ამიტომ მრავალი სტუდენტი მუშაობას ამჯობინებს სწავლის პერიოდში. ავსტრიის სასწავლებლებში სტუდენტები დამოუკიდებლად ირჩევენ მათთვის საინტერესო დისციპლინებს, სადიპლომო და საკურსო ნაშრომების თემატიკას, გამოცდების ჩაბარების ვადებს და უფლება აქვთ გამომცდელების არჩევისაც.

სწავლა ავსტრიაში – გულისხმობს გერმანული ენის სრულყოფილად ფლობას და იგი არის ევროპულ ქვეყნებში წარმატებული სამსახურის შოვნის გარანტია.