საფრანგეთი

სწავლა–განათლება საფრანგეთში

საფრანგეთი – შესანიშნავი ქვეყანა ევროპის დასავლეთით, დედაქალაქი – პარიზი. კლიმატი ზომიერია: აქ არასოდეს არ არის ძალიან დიდი სიცხე ან სიცივე. სახელმწიფო ენა არის ფრანგული.

სწავლა საფრანგეთში ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა გაეცნოთ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, გაისეირნოთ ელისეის მინდვრებზე, ეწვიოთ ეიფელის კოშკს და დატკბეთ დახვეწილი ფრანგული სამზარეულოთი. საფრანგეთი ეს არის ქვეყანა მოდის და სუნამოების, შამპანურისა და არომატული კონიაკის, ეს არის სამშობლო მუშკეტერების, ედიტ პიაფის, ნაპოლეონის და სხვათა. საფრანგეთი – ეს არის უბრალოდ ემოციის და უამრავი შთაბეჭდილებების ზღვა.

როგორია განათლების სისტემის სტრუქტურა?
1. სკოლამდელი განათლება – 2–დან 6 წლამდე
2. სავალდებულო დაწყებითი განათლება 6–დან 11 წლამდე
3. სავალდებულო საშუალო განათლება 11–დან 18 წლამდე ლიცეუმებსა და კოლეჯებში.
4. უმაღლესი განთლება.

საფრანგეთში სწავლების ხარჯები მინიმალურია, ხოლო სწავლის ხარისხი უმაღლეს სასწავლებლებში შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. აქ არ არსებობს მისაღები გამოცდები. უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად აუცილებელია ლეგალიზებული საშუალო განათლების ატესტატი და სერთიფიკატი DELF და DALF, რომელიც ადასტურებს ფრანგული ენის ცოდნას. უცხოელი სტუდენტების რიცხოვნობის მხრივ საფრანგეთი მხოლოდ დიდ ბრიტანეთს ჩამორჩება. საფრანგეთში არის ორი ტიპის უმაღლესი სასწავლებლები: უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები.

ოთხმოცზე მეტ საფრანგეთის უნივერსიტეტში სწავლების პროცესი დაყოფილია სამ ციკლად, რომელთაგან თითოეული სრულდება გამოსაშვები გამოცდებითა და დიპლომის მინიჭებით. მომავალი მმართველებისა და ინჟინრებისთვის არსებობს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სკოლები. ისინი გამოირჩევიან სპეციალიზაციის ფართო არჩევანით. ყოველ მსურველს შეუძლია იპოვოს საკუთარი სასწავლო ადგილი საფრანგეთში და მიიღოს სასურველი დიპლომი, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია დასაქმდეს.