ამერიკის შეერთებული შტატები
სწავლა–განათლება შეერთებულ შტატებში
ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მიღებით თქვენს წინ გადაიშლება მთელი სამყარო: იმ სპეციალისტებზე, რომლებმაც დაამთავრეს ამერიკის სასწავლო დაწესებულებები, დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე როგორც თვით ამერიკაში, ასევე ევროპაში და, მით უმეტეს საქართველოში.
აშშ–ს განათლება სამართლიანად ითვლება ერთ–ერთ უძლიერესად და პრესტიჟულად. თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიოს თორმეტი საუკეთესო უნივერსიტეტიდან ექვსი აშშ–ში მდებარეობს (წყარო: QS World University Rankings), უკვე მეტყველებს უმაღლესი დონის განათლებაზე.
იმავდროულად ამერიკის განათლება სავსებით ხელმისაწვდომია უცხოელთათვის: უნივერსიტეტები, სკოლები, ენის კურსები – საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი აშშ–ში საკმაოდ ვრცელია.
აშშ–ში სწავლის მთავარი თავისებურებაა – ერთიანი განათლების სისტემის არარსებობა. პირველ ყოვლისა, თითეულ შტატს აქვს უფლება დააწესოს საკუთარი ნორმები, მეორეც, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების წესები და სწავლების ხასიათი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.



