შვეიცარია

სწავლა–განათლება შვეიცარიაში

შვეიცარია უპირველეს ყოვლისა ეს არის ხარისხის ეტალონი. ამ ქვეყანაში არის მაღალი დონე ცხოვრების, ეკონომიკის, კულტურის, და რა თქმა უნდა, განათლებისაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე ზესუფთა ეკოლოგია და ადგილობრივი პეიზაჟების სილამაზე. შვეიცარიის კიდევ ერთი უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია მრავალი ენის არსებობა: ფრანგული, იტალიური და გერმანული ენები სახელმწიფო ენებია. ასევე ყველგან არის გავრცელებული ინგლისური ენაც.

შვეიცარიის განათლება აღიარებულია მთელს მსოფლიოში: შევიცარიის სკოლებში საშუალო განათლების მიღების შემდეგ შეგიძლიათ თავისუფლად ჩაირიცხოთ ევროპის და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში. შვეიცარიული უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომი კი გაგიხსნით გზას წარმატებული კარიერისკენ.

შვეიცარიაში განათლების მთავარ მიზანს წარმოადგენს პიროვნების ყოველმხრივ განვითარება. აქ გექნებათ შესაძლებლობა არა მარტო მიიღოთ ხარისხიანი ფუნდამენტალური განათლება, არამედ აქტიურად დაკავდეთ სპორტითაც: სამთო თხილამურებზე სრიალი და ველოსიპედი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, რაგბი და ცურვა.

ცხოვრება ადგილობრივ სასკოლო რეზიდენციებში, პანსიონებსა და აპარტამენტებში კომფორტის მაღალი დონით გამოირჩევა. ასევე შვეიცარია ითვლება მსოფლიოში ერთ–ერთ უსაფრთხო ქვეყანად.