როგორ შევარჩიოთ ენის კურსები

პროგრამის ტიპები

მიუხედავდ ენის შემსწავლელი ცენტრების ფართო გეოგრაფიისა, შეიძლება გამოიყოს ძირითადი პროგრამები, რომელიც სტუდენტს შეუძლია იპოვოს ნებისმიერ ქვეყანაში – იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია თუ შორეული ავსტრალია.

ზოგადი ანუ სტანდარტული კურსი
პროგრამა რომელიც მოიცავს ჯგუფური მეცადინეობის 15–20 გაკვეთილს კვირაში. საშუალოდ ჯგუფში სწავლობს დაახლოებით 12 სტუდენტი. მეცადინეობა მოიცავს ენის ყველა ასპექტს (გრამატიკას, წერას და კითხვას, მოსმენას), დიდ ყურადღება ექცევა საუბარს. ჩვეულებრივ სტუდენტები მეცადინეობენ დილიდან შუადღემდე, სადილის შემდეგ მათ ეძლევათ თავისუფალი დრო. მსგავსი პროგრამა საზღვარგარეთის თითქმის ყველა ენების სკოლასა და კოლეჯებში მოქმედებს. პროგრამის ხანგრძლივობაა – 2 კვირიდან ერთ წლამდე. სწავლა იწყება ყოველ ორშაბათს.

ინტენსიური კურსი
ასე როგორც წესი უწოდებენ კურსს, რომელიც კვირაში მინიმუმ 30 გაკვეთილს შეადგენს. მეცადინეობა მიმდინარეობს შუადღემდე და შუადღის შემდეგაც, ნაწილობრივ სტუდენტები გადიან კომბინირებულ კურსს: მეცადინეობენ ჯგუფებში (სადილამდე) და ინდივიდუალურ ან მინი ჯგუფში (სადილის შემდეგ), რათა მიაღწიონ მოკლე დროში მაქსიმალურ შედეგს. პროგრამის ხანგრძლივობაა – 2 კვირიდან ერთ წლამდე. სწავლა იწყება ყოველ ორშაბათს.

ინდივიდუალური მეცადინეობა
ამ მეცადინეობის ინტენსიურობას განსაზღვრავს თვით სტუდენტი – ეს შეიძლება იყოს 5. 10, 15, 25, 30 გაკვეთილი კვირაში. მასწავლებელთან ერთი–ერთზე სწავლისას, შეიძლება პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა, მაგალითად, გამოთქმების (აქცენტის) სრულყოფა, გრამატიკის სწავლა, კითხვა, აუდირება და ა. შ. ინდივიდუალური მეცადინეობები შეიძლება იყოს თემატური ხასიათის: საერთაშორისო გამოცდებისთვის (IELTS, TOEFL, TestDaF და სხვ.) მომზადება, ბიზნეს ინგლისური და ა. შ. პროგრამის ხანგრძლივობაა – 2 კვირიდან ერთ წლამდე. სწავლა იწყება ყოველ ორშაბათს.

სასწავლო პროგრამა მასწავლებლის სახლში
უცხო ენაში „სრულად ჩაძირვის“ პროგრამა. სტუდენტი ცხოვრობს და მეცადინეობს მასწავლებლის სახლში, უცხო ენის პრაქტიკას იღებს არა მხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებშიც. მეცადინეობის თემატიკა განისაზღვრება სტუდენტის მიერ – ზოგადი უცხო ენა, აკადემიური მომზადება, ბიზნესი და ა. შ. პროგრამის ხანგრძლივობაა – 2 კვირიდან ერთ წლამდე. სწავლა იწყება ყოველ ორშაბათს.

საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები
IELTS, TOEFL, DELF, DALF, TestDaF და სხვები – ამ გამოცდების ჩაბარება აუცილებელია უნივერსიტეტებში ან კოლეჯებში ჩასარიცხად. უცხო ენის ცოდნა დადასტურებული სერთიფიკატით – აუცილებელი მოთხოვნაა სამუშაოზე მიღებისას მრავალ საერთაშორისო კომპანიაში. პროგრამის ხანგრძლივობა, როგორც წესი 4 კვირიდან იწყება, ხანგრძლივობას ადგენს სკოლა ან კოლეჯი. სტანდარტული პროგრამებისაგან განსხვავებით, რომლებიც ყოველ ორშაბათს იწყება, აქ დაწესებულია დაწყების სპეციალური თარიღები. პროგრამის დასრულების შემდეგ გამოცდის ჩაბარება შეიძლება იმავე ქვეყანაში სადაც სწავლობდით: ენების სკოლაში ან კოლეჯში, თუკი სასწავლო დაწესებულება არის მოცემული გამოცდის ჩაბარების ცენტრი, ანდა უახლოეს ტესტირების ცენტრში.

კურსები სპეციალური სამსახურის მუშაკთათვის (Executive programs)
ასეთი პროგრამები მოიცავს სუპერ–ინტენსიურ მომზადებას უცხო ენაში (60 გაკვეთილამდე კვირაში) მოკლე დროის მანძილზე. პროგრამა გამიზნულია გარკვეულ თემატიკაზე: პრეზენტაციების ჩატარების უნარჩვევების სრულყოფა, მოლაპარაკებების წარმოება, საქმიანი მიმოწერა, ინტერვიუს ჩატარება და სხვები. პროგრამა ტარდება მინი–ჯგუფებში (4–6 სტუდენტი) ან ინდივიდუალურად. პროგრამის ხანგრძლივობა– 1 კვირიდან. სწავლა იწყება როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, ან კლიენტისთვის მოსახერხებელ და მასთან წინასწარ შეთანხმებულ დროს.

კურსები პროფესიონალთათვის
ინტენსიური პროგრამა, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ სფეროს მუშაკებისათვის: საბანკო საქმე, სამართალი, საერთაშორისო ბიზნესი, ტურიზმი, მედიცინა. მოიცავს უცხო ენის შესწავლას და პროფესიულ ლექსიკას. პროგრამის ხანგრძლივობა – 4 კვირიდან, არსებობს პროგრამის დაწყების დადგენილი თარიღები.

უცხო ენა პლუს
შეთავსება უცხო ენის შესწავლისა (დღის პირველ ნახევარში) და საყვარელი გატაცების (დღის მეორე ნახევარში) იძლევა გასაოცარ ეფექტს. გოლფი, ჩოგბურთი, კულინარიული საქმე, ხელოვნება, ჟურნალისტიკა – აი მოკლე ჩამონათვალი დამატებითი მეცადინეობებისა რომელსაც სთავაზობენ სკოლები. პროგრამის ხანგრძლივობა – 2 კვირიდან, არსებობს პროგრამის დაწყების დადგენილი თარიღები.

ოჯახური პროგრამა
ამ პროგრამას შთავაზობენ სასწავლო ცენტრებში, სადაც არის მოზრდილი სტუდენტების (მშობლების) და მოზარდების (შვილების) ერთდროულად სწავლების შესაძლებლობა. პროგრამა ითვალისწინებს უცხო ენის მეცადინეობებს სტუდენტთათვის თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში და ამავე დროს ერთობლივი დასვენების პროგრამის ჩატარებას.

სკოლებისა და კოლეჯების ნაირსახეობები

ენების სკოლები
ეს არის სასწავლო დაწესებულებები, რომელებიც სპეციალიზებულია რომელიმე უცხო ენის სწავლების პროგრამებზე ანდა რამოდენიმე ენის სწავლებაზე სხვადასხვა მიმართულებით (სტანდარტი, ინტენსივი, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება და ა. შ.). ზოგი სკოლები არის მცირე ზომის, ოჯახური ტიპის რომლებშიც სწავლობს 50–მდე სტუდენტი. არის ასევე დიდი სკოლები – რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად 200 და მეტი სტუდენტის მიღება. სკოლის ადგილმდებარეობა სხვადასხვაგვარია: შეიძლება იყოს დედაქალაქი ან პატარა ქალაქი. ყველა ეს პარამეტრი უნდა გავითვალისწინოთ სკოლის არჩევისას. ყველაზე მთავარია სკოლის არჩევისას დავრწმუნდეთ, რომ მოცემულ სასწავლო დაწესებულებას აქვს საკუთარ ქვეყანაში სათანადო აკრედიტაცია. ეს მეტყველებს პროგრამის ხარისხზეც, ასევე შემოთავაზებული მოსხაურებების დონეზე (საცხოვრებელი, კულტურული პროგრამა და სხვა.).

ენების სკოლები უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბაზაზე
ენების პროგრამების უმეტესი წილი ტარდება არდადეგების პერიოდში, თუმცა არის მთელი წლის განმავლობაში მოქმედი კურსებიც (როგორც წესი, მოცემულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთვის მოსამზადებელი პროგრამები). მრავალი სტუდენტი ირჩევს ასეთ სკოლას, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება უმაღლესში.

ინფრასტრუქტურა და სერვისები

ენების სკოლების და კოლეჯების ინფრასტრუქტურა
ყველა ენების სკოლას აქვს სწავლებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა: საკლასო ოთახები, კომპიუტერული დარბაზი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით (უმეტეს სკოლებში Wi-Fi), რესურს ცენტრები სხვადასხვა მასალებით, როგორებიცაა წიგნები, ჟურნალები, სასწავლო მეთოდიკები, CD და DVD დისკები. მრავალ სკოლაში არის სტუდენტებისთვის მოსასვენებელი ზონები (სპორტული მოედნები ქუჩაში ან შენობაში, კაფეტერიები). როგორც წესი ინფრასტრუქტურით სარგებლობა კურსის საფასურში შედის. ზოგიერთ სკოლაში შეიძლება მოითხოვონ დეპოზიტი, რომელიც უკან ბრუნდება სწავლის დამთავრებისთანავე.

საცხოვრებელი
პრაქტიკულად ყველა სასწავლო დაწესებულება სთავაზობს სტუდენტებს საცხოვრებელი პირობების არჩევანს. ერთ–ერთი გავრცელებული საცხოვრებელი არის მასპინძელი ოჯახი. განთავსების ტიპი – ერთ ან ორ საწოლიანი ოთახი, კვება – არჩევანის მიხედვით: საუზმე. პოლუპანსიონი, სრული პანსიონი (3–ჯერ კვება) ან საერთოდ კვების გარეშე. ყველა მასპინძელი ოჯახი გადის სკოლის რეგულარულ შემოწმებას, მრავალი მათგანი იღებენ სტუდენტებს ხანგრძლივი დროის მანძილზე.

სტუდენტებში საკმაოდ პოპულარულია საცხოვრებელის სახე – რეზიდენცია ან სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. განთავსების ტიპები ასევე სხვადასხვაგვარია: ერთ ან ორ ადგილიანი ოთახები.

სტუდენტის მოთხოვნის საფუძველზე სკოლას შეუძლია მოიძიოს სხვა საცხოვრებელი: სასტუმრო, ბინა ან აპარტამენტები.

კულტურული პროგრამა
ყველა სკოლაში სტდენტებს სთავაზობენ დასვენების მრავალ ვარიანტს. ეს შეიძლება იყოს კლუბები ინტერესების მიხედვით, სპორტული შეჯიბრი, დისკოთეკები, ექსკურსიები. ზოგი ღონისძიება უფასოა, ზოგიერთზე (მაგალითად, ექსკურსიები, სპორტული კლუბების მონახულება) სკოლა ახდევინებს დამატებით გადასახადს. კლასგარეშე ღონისძიებებზე დასწრება სავალდებულო არ არის, უფროსებს ეძლევათ თავისუფალი დრო საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად.

სტუდენტთა დახმარება
რამდგან ენების სკოლაში ყველა სტუდენტი უცხოელია, სკოლებში და კოლეჯებში ფუნქციონირებს საერთაშორისო ოფისები. იქ შეიძლება შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის მიღება – საყოფაცხოვრებო საკითხებზე (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტელეფონ–ავტომატებით სარგებლობის წესები, და სხვა), კონსულტაციები ვიზასთან დაკავშირებით (მაგალითად, როცა სტუდენტს სურს კურსის გაგრძელება, ვიზის ვადა კი ამოიწურა) და უბრალოდ გასაუბრებისთვის, თუ სტუდენტი თავს არაკომფორტულად გრძნობს ახალ ქვეყანაში. თითოეულ სკოლასა და კოლეჯში არის დირექტორი სასწავლო დარგში, რომელსაც შეიძლება მიმართოს როცა სტუდენტს აქვს პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით (როცა ვერ ასწრებს, არასაკმარისად ძლიერი ჯგუფია, საჭიროა არის უფრო ინტენსიური კურსი და ა. შ.).

როგორ შევარჩიოთ ენების სკოლა ან კოლეჯი. ჩვენი რეკომენდაციები.

როდესაც ირჩევთ ენების სკოლას ან პროგრამას, გაითვალისწინეთ რამოდენიმე მარტივი წესი:

ჩამოყალიბდით, რატომ და რა მიზნით გსურთ შეისწავლოთ უცხო ენა. თუ გეგმაში გაქვთ ჩააბაროთ მოცემული ქვეყნის უნივერსიტეტში ან კოლეჯში, მაშინ თქვენ უნდა გაიაროთ მოსამზადებელი კურსი საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად ან საუნივერსიტეტოდ მოსამზადებელი პროგრამა. თუ თქვენი მიზანია – არდადეგების გატარება ნაყოფიერად, მაშინ გაემგზავრეთ უცხო ენის სტანდარტულ კურსზე ან აირჩიეთ პროგრამა „უცხო ენა +“.

რამდენი ხანი გსურთ გაატაროთ საზღვარგარეთ ენის შესწავლისას? პასუხი ამ კითხვაზე მოგცემთ საშუალებას განსაზღვროთ პროგრამის ინტენსივობა. თუკი თქვენ გაქვთ სულ 3–4 კვირა და სასწრაფოდ უნდა იყოთ მზად თემატური სემინარისთვის ან საზღვარგარეთ კონფერენციისთვის, მაშინ სასურველია აირჩიოთ ინდივიდუალური პროგრამები ან კურსი მასწავლებლის სახლში ცხოვრებით. გრძელვადიანი გამგზავრების შემთხვევაში, შეიძლება უცხო ენის საფუძვლიანად შესწავლა, საუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამის გავლა ან საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება IELTS, TOEFL, TestDaf და ა. შ.

ბევრი სკოლაა. კარგი და საუკეთესო? გადაამოწმეთ ჩვენს სააგენტოში წინასწარ შერჩეული სასწავლო დაწესებულების აკრედიტაცია. ამით მოიხსნება კითხვები ხარისხის შესახებ იმ სერვისებზე, რომელსაც სთავაზობს მოცემული სასწავლო დაწესებულება. ასევე ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ვიზის მიღებისას (მაგალითად, ბრიტანეთის საელჩო არ გასცემს ვიზებს სტუდენტებისთვის, რომლებიც აბარებენ ისეთ კოლეჯებში, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი ბრტანეთის საბჭოს მიერ).

დააზუსტეთ დეტალები. მოუყევით ჩვენი სააგენტოს მენეჯერს თქვენი სურვილების შესახებ – გსურთ ისწავლოთ დედაქალაქში, თუ პატარა ქალაქში უფრო გირჩევნიათ. რომელი ტიპის საცხოვრებელია თქვენთვის უფრო მისაღები (მასპინძელი ოჯახი, რეზიდენცია, სასტუმრო თუ ბინის დაქირავება). არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის სასწავლებელში გსურთ სწავლა: ულტრათანამედროვე უნივერსიტეტში სტუდენტების უამრავი რაოდენობით, თუ – ოჯახური ტიპის სკოლაში, სადაც სწავლობენ 50 სტუდენტი და დირექტორმა ყოველი მათგანის სახელი ზეპირად იცის. ეს პარამეტრები დაგხმარებათ უფრო ახლოს მიხვიდეთ სასურველი სასწავლო დაწესებულების არჩევასთან.

კალკულაცია. განსაზღვრეთ თქვენი მგზავრობის ბიუჯეტი. არის სკოლები „პრემიუმ“ კლასის, რომლებშიც ფასს განაპირობებს „ხმამაღალი სახელი“, ასევე არის სკოლები ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ ხარისხიანი, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი სტუდენტების წრე, ვინც ყოველ წელს მხოლოდ აქ ჩამოდის. შესაბამისად, პირველი მათგანის ფასი გაცილებით უფრო მაღალია მეორესთან შედარებით.

და ბოლოს არჩევანი გაკეთებულია!
ერთი შეხედვით, კურსის დაჯავშნის პროცედურა არც ისე რთულია. ზოგიერთი სტუდენტი ამჯობინებს მგზავრობას თვითონ გაუკეთოს ორგანიზება და ამას წარმატებითაც ართმევს თავს. მაგრამ გამოუცდელ სტუდენტს ყველა ეტაპზე შეიძლება შეხვდეს სიძნელეები, იქნება ეს კარგი ენების სკოლის შერჩევა თუ საელჩოსთვის საბუთების პაკეტის მომზადება.