ტერმინები

SLEP

SLEP Test (Secondary Level English Proficiency Test) წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელ გამოცდას და განკუთვნილია მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, რომელთა მშობლიური ენაც არ არის ინგლისური. გამოცდის შედეგები მეტწილად გამიყენება აშშ–ს ზოგიერთ საშუალო სკოლასა და კოლეჯში ჩასარიცხად. ტესტირების მსვლელობისას ხდება გამოსაცდელი პიროვნების ცოდნის შეფასება როგორც სალაპარაკო, ისე წერით ინგლისურში. SLEP ტესტის ჩაბარება შეიძლება მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ზოგიერთი ფაქტი

SLEP ტესტი გამოიყენება ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში. SLEP ტესტი სარგებლობს დიდი პოპულარობით მთელს მსოფლიოში საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდების შორის. ყველა მსურველს, ვისაც სურს დაადგინოს საკუთარი ცოდნის დონე ინგლისურში საერთაშორისოდ აღიარებული ტესტის ფორმატში, რეკომენდაცია ეძლევათ ჩააბაროს SLEP.

გამოცდის ფორმატი

SLEP ტესტი მოიცავს 150 კითხვას, რომლებიც დაჯგუფებულია რვა ტიპად. პირველი 4 ტიპის კითხვები შეადგენს ტესტის პირველ სექციას. ამ სექციის კითხვები წარმოდგენილია აუდიო ჩანაწერის სახით და გათვლილია სალაპარაკო ინგლისურის ცოდნის დასადგენად თუ რამდენად შეუძლია გამოსაცდელ პიროვნებას აღიქვას და გაარჩიოს მოსმენილი მასალა. შემდეგი 4 ტიპის კითხვები გაერთიანებულია ტესტის მეორე სექციაში. ისინი მიმართულია გამოსაცდელი პიროვნების ლექსიკური მარაგის, გრამატიკის ცოდნის და კითხვის უნარის დასადგენად. ამ სექციის ფარგლებში დავალებები წარმოდგენილია წერითი და ვიზუალური მასალის სახით.