ახალი ზელანდია

სწავლა–განათლება ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდია – სახელმწიფო რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. რელიეფი წარმოდგენილია ძირითადად მთაგორიანი. თბილი სუბტროპიკული კლიმატი ჩრდილოეთში, ზომიერად გრილი სამხრეთში და მკაცრი ალპური – მთიან რაიონებში. დედაქალაქი – ველნიგტონი, ხოლო ოფიციალური ენა არის ინგლისური.

ახალი ზელანდია – ეს არის უნიკალური მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, მრავალი დაუსახლებელი კუნძული და 100% სუფთა ჰაერი. ულამაზესი გეიიზერები, ექსტრემალური წყლის გართობა, ოქროს ქვიშების პლიაჟები, კლდოვანი ყურეები, ფირუზისფერი ზღვა და მრავალი სხვა მოგანიჭებენ ენით აღუწერელ ემოციებს. წყნარი ოკეანის სულის შემძვრელი პეიზაჟები და ადგილობრივი მცხოვრებლების მეგობრული განწყობა ეხმარებათ სტუდენტებს შეეგუონ ადგილობრივი ცხოვრების წესს და პარალელურად მიიღონ განათლება.

სწავლების პროცესი ახალ ზელანდიაში – ეს არის არა მხოლოდ აკადემური მომზადება. ეს არის გამოცდილება, რომელიც სტუდენტებს გამოადგებათ შემდგომ ცხოვრებაში. ეს არის ჭარბი ადრენალინის და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ზღვა.

ახალი ზელანდიის განათლების სისტემა უცხოელთათვის წარმოდგენილია 25 პოლიტექნიკური და ტექნოლოგიური ინსტიტუტით (Polytechnics and Institutes of Technology) და 8 უნივერსიტეტით. უცხოელებს ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ გავლილი მინიმუმ ერთი კურსი საკუთარ ქვეყანაში ან უნდა გაიარონ მოსამზადებელი კურსები ახალ ზელანდიაში. განათლება ახალ ზელანდიის უნივერსიტეტებში აგებულია ბრიტანული მოდელის მიხედვით და ხორციელდება სამ ეტაპად:
Degree courses ან Undergraduate courses – ბაკალავრი
Graduate studies – მაგისტრი.
Postgraduate courses – დოქტორი.

ახალი ზელანდიის განათლების სიტემა კონტროლდება განათლების სამინისტროს და კვალიფიკაციების მინიჭების ახალ ზელანდიური ორგანიზაციის (New Zealand Qualification Authority – NZQA) მიერ.