მალტა
სწავლა–განათლება მალტაზე
სწავლება მალტაზე – ეს არის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძელებლობა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონით და დაბალი ფასებით.
კუნძული მალტა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში. დედაქალაქია – ვალეტა. კლიმატი: ზამთარი რბილის, ხოლო ზაფხული მშრალი და ცხელი. ოფიციალური ენებია მალტური და ინგლისური.
კუნძულის იდუმალი რომანტიკული სული არ დაგტოვებთ გულგრილს მალტაზე სწავლის პერიოდში. შუა საუკუნების დროინდელი მიწისქვეშეთი, ტაძრები, კალიპსოს გამოქვაბული, ქალაქის ვიწრო ქუჩები, ნორმანული ეკლესიები და სასახლეები ბაროკოს სტილში, ბრინჯაოს ხანის და რაინდთა ეპოქის ნაგებობები და კიდევ მრავალი სხვა აღაფრთოვანებს თქვენს გულს. მალტა – სლიმა, სენტ ჯულიანსი, პაისვილი – ყოველ ნაბიჯზე ლუდის ბარები, კაფეები და რესტორნებია.
განათლების სისტემა მალტაზე აგებულია ბრიტანული მოდელის მიხედვით. დაწყებითი განათლება სავალდებულოა 5–დან 11–წლამდე ბავშვებისთვის. შემდეგ სწავლას აგრძელებენ საშუალო სკოლაში (ლიცეუმში). სწავლება უცხოელი მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მხოლოდ კერძო სკოლებში. მალტის კერძო სკოლები, ისევე როგორც ინგლისის, ითვლება ყველაზე წარმატებულად და პრესტიჟულად.
უმაღლესი განათლება წარმოდგენილია 10–მდე უმაღლესი სასწავლებლით, რომელთა შორის უძველესი და ყველაზე ცნობილია მალტის უნივერსიტეტი (დაარსებულია 1592 წელს). უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც ცუდათ ფლობენ ინგლისურ ენას არსებობს მოსამზადებელი კურსი: foundation course რომლის დასრულების შემდეგ ფაქტიურად გარანტირებულია უნივერსიტეტში ჩარიცხვა. უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ სპეციალობაზე და დიპლომის ხარისხზე: სამი წელი – ბაკალავრი, ხუთი წელი – მაგისტრი.
მალტაზე მიღებული დიპლომის ხარისხი დიდი ბრიტანეთისას არ ჩამოუვარდება, ხოლო სწავლების ღირებულება გაცილებით იაფია.



