იტალია

სწავლა–განათლება იტალიაში



იტალიის რესპუბლიკა Repubblica Italiana მდებარეობს ევროპის სამხრეთ ნაწილში. დედაქალაქია – რომი. სწავლება მიმდინარეობს ოფიციალურ იტალიურ ენაზე.

იტალია – ეს არის გული მსოფლიო კულტურის, ფერწერისა და მუსიკის. იტალიამ მოგვცა შესაძლებლობა დავმტკბარიყავით ისეთ ხელოვანთა შემოქმედებით, როგორებიცაა ლუჩანო პავაროტი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და სხვები. იტალიაში სასწავლებლად წასვლის შემთხვევაში თქვენ არა მარტო მიიღებთ მაღალი დონის განათლებას, არამედ შეძლებთ დატკბეთ ალპების ქათქათა პეიზაჟებით, სიცილიის ფორთოხლის პლანტაციებით, სახელგანთქმული არომატული პიცით და მრავალი სხვა. იტალია – ეს არის საუკეთესო ადგილი სასიამოვნო და კოტრასტული დასვენებისათვის.

სკოლამდელი განათლება იტალიაში არ არის სავალდებულო. la scuola Materna – ეს არის საბავშვო ბაღი 6 წლამდე ბავშვებისთვის სადაც ამზადებენ სასკოლოდ. 6–დან 11 წლამდე სწავლობენ დაწყებით სკოლაში La scuola Elementare. 11–დან 14 წლამდე სწავლება გრძელდება საშუალო სკოლაში la scuola Media. ამ ორი სკოლის გავლა სავალდებულოა და უფასო.

14 წელს მიღწევის შემდეგ მოსწავლეები შედიან უმაღლეს სკოლაში la scuola Superiore, სადაც 18–19 წლამდე სწავლობენ. იტალიაში არის შემდეგი სახის უმაღლესი სკოლები:
- Il liceo classic – კლასიკური ლიცეუმი.
- Il liceo linguistico – ენების შესწავლის ლიცეუმი.
- Istituti per lo studio tecnico – პროფესიული ინსტიტუტი.
- კომერციის, მუსიკის, სპორტის და სხვა სკოლები.

საუნივერსიტეტო განათლება მიმდინარეობს მსოფლიო დონეზე და მას გააჩნია მრავალწლიანი ისტორია. 60–ზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არის ისეთებიც, რომლებიც დაარსებულია 1600 წლამდე. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი ბოლონიის უნივერსიტეტი დაარსებულია 1088 წელს.

იტალიის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების ჩაბარება არ ხდება. უცხოელთათვის არის იტალიური ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის შემსწავლელი პროგრამები.

განათლება იტალიაში შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები: laurea и laurea specialistica. უნივერსიტეტების გარდა იქ არის კონსერვატორიები, დიზაინის და მოდის აკადემიები, პოლიტექნიკური ინსტიტუტები და სხვა. სწავლა იტალიაში არაჩვეულებრივად საინტერესოა და პრესტიჟულია.

სწავლა იტალიაში – ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ცოდნის და ევროპული დიპლომის მიღებისა დიზაინისა და მოდის სფეროში. იტალიაში არის უამრავი სასწავლო დაწესებულება, რომლებიც იძლევიან განათლებას დიზაინის სფეროში: ტანსაცმლის, ინტერიერის, ლანდშაფტის, ავეჯის, მანქანების და სხვა.

აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ უმაღლესი განათლება ან გაიაროთ პროფესიული თუ ზაფხულის კურსები, ანდა გაიუმჯობესოთ თქვენი იტალიურის ცოდნა ენის კურსების საშუალებით. იტალიაში მიღებული განათლება შესაძლებლობას მოგცემთ არა მარტო შეიძინოთ პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, არამედ ასევე შეგიძლიათ ჩაიძიროთ ამ ქვეყნის არაჩვეულებრივ ატმოსფეროში, გაეცნოთ მის მდიდარ კულტურას და ისტორიას, საკუთარი თვალით ნახოთ ხელოვნების შესანიშნავი ქმნილებები.