ირლანდია
სწავლა–განათლება ირლანდიაში
ირლანდიის რესპუბლიკა – სახელმწიფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. დედაქალაქია – დუბლინი. ირლანდია მოიცავს 26 საგრაფოს. მის ტერიტორიაზეა უამრავი პატარა ზღვა და ჭაობი. კლიმატი ზომიერია, რბილი და ტენიანი. ოფიციალური ენებია ინგლისური და გალური.
ირლანდია არა მარტო ლამაზი კუნძულია, რომელიც სავსეა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, არამედ ეს არის სამუშაოს შოვნის კარგი პერსპექტივაც სწავლის პერიოდში, რადგანაც ირლანდია არის ევროპის მძლავრი ფინანსური და სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი.
საშუალო განათლება ირლანდიაში მოიცავს 8 წლიან დაწყებითი სკოლის განათლებას და 6–წლიან საშუალო სკოლის განათლებას., რომელიც სრულდება გამოცდების ჩაბარებით და ატესტატის მიღებით.
უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ირლანდიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა ჰქონდეთ საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი და უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას IELTS 5,5 ან 600 ქულას TOEFL.
ირლანდიაში სწავლის მთავარ უპირატესობად ითვლება ენის სკოლები Marketing English in Ireland (MEI) და Recognized English Schools Association (RELSA). MEI და RELSA ეს არის სხვადასხვაგვარი პროგრამები, თანამედროვე აღჭურვილობა და სწავლების უახლესი ტექნოლოგია. ირლანდიაში სწავლის პერიოდში საუკეთესო ვარიანტია ირლანდიურ ოჯახში ცხოვრება, რადგან ეს არა მარტო იაფია, არამედ იძლევა საშუალებას შიგნიდან გაიცნო ქვეყნის კულტურა და ცხოვრება.
უმაღლესი განათლება ირლანდიაში წარმოდგენილია 9 უნივერსიტეტით, 13 ტექნოლოგიური ინსტიტუტით და რამოდენიმე პედაგოგიური კოლეჯით. ირლანდიური უნივერსიტეტი Trinity College დუბლინში არის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომლის კედლებშიც მრავალი აღმოჩენა მომხდარა. ასევე აღსანიშნავია ლიმერიკის უნივერსიტეტი (University of Limerick) სადაც სწავლობდა ჩვენი პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური. ეს უნივერსიტეტი ფართოდ თანამშრომლობს მრავალ კომპანიასთან, რაც ხელს უწყობს სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებას მსოფლიოს სახვადასხვა კომპანიებში.
ირლანდიაში სწავლა – ეს არის შედარებით იაფი, თუმცა მაღალხარისხიანი უმაღლესი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა.



