ტერმინები

IELTS

IELTS – International English Language Testing System

IELTS - გამოცდა ინგლისური ენის ცოდნაში - მოითხოვება ინგლისურენოვანი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩაბარებისას, უმეტესწილად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და ავსტრალიაში (აშშ–სა და კანადაში ამ მიზნით გამოიყენება TOEFL) იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა მშობლიური ენაც არ არის ინგლისური და სკოლაშიც სწავლება ინგლისურად არ გაუვლიათ. IELTS არის ორი სახის: აკადემიური და ზოგადი. აკადემიური IELTS გამოიყენება უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩასაბარებლად, ხოლო ზოგადი – საიმიგრაციო და პროფესიული მიზნებისთვის (სამსახურში მიღებისას) და ინგლისურენოვან ქვეყანაში საშუალო სკოლაში ჩარიცხვისთვის. მათ შორის განსხვავება არის reading and writing ნაწილებში, ხოლო listening and speaking – ორივეგან ერთი და იგივეა.

ზოგიერთი ფაქტი

გამოცდა შემოღებული იქნა დაახლოებით 1989 წლიდან ერთობლივად ბრიტანეთის საბჭოს British Council, Cambridge ESOL (English for Speakers of Other Languages) და ავსტრალიის IDP Education Pty Ltd მიერ და აღიარებულია 6000–ზე მეტი სასწავლო დაწესებულების მიერ, 135–ზე მეტ ქვეყანაში. ყოველ წელს მთელს მსოფლიოში ამ გამოცდას აბარებს 1.400.000 ადამიანზე მეტი.

გამოცდის ფორმატი

გამოცდა შედგება 4 ნაწილისაგან: listening - მოსმენა (30 წუთი), reading - წაკითხვა და შინაარსის გაგება (60 წუთი), writing - წერითი ნაწილი (60 წუთი) და speaking - სასაუბრო ნაწილი (11-14 წუთი), ჯამში – 2 საათი და 45 წუთი.

როგორ ფასდება შედეგი

შედეგი ფასდება 9 ბალიანი შკალით, თითოეული ნაწილი ფასდება ცალკე და შემდეგ გამოჰყავთ ჯამური ქულა. ჩააბარა, ან ვერ ჩააბარა – ასეთი რამ არ არსებობს. ყოველი სასწავლო დაწესებულება თვითონ აწესებს მიღებისას აუცილებელი მინიმალური ქულების რაოდენობას. შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის ჩაბარებიდან 13 დღის შემდეგ და იგი ძალაშია 2 წლის განმავლობაში. შეზღუდვები გამოცდის ჩაბარების რაოდენობასა და სიხშირეზე დაწესებული არ არის.

ოფიციალური საიტი IELTS - http://www.ielts.org