ტერმინები

Graduate

Graduate/ Undergraduate Programme

ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე აშშ–ში, კანადასა და ავსტრალიაში მიღებულია უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი მოდელი. პირველი საფეხურის განათლება – ბაკალავრიატი გრძელდება 3–4 წელიწადი. შემდგომი სწავლების 1–2 წელიწადი ეს არის – მაგისტრატურა, და ბოლოს დამაგვირგვინებელი არის დოქტორის ხარისხი (PhD), რომელიც მოიცავს დამატებით 2–4 წლიან სწავლებას და კვლევითი საქმიანობას.

არსებობს ტერმინოლოგიაში განსხვავება: პირველადი საფეხურის განათლებას აშშ–ში უწოდებენ Graduate, ხოლო ინგლისში Undergraduate. ორივე დასახელება აღნიშნავს ერთი და იგივეს – სწავლებას ბაკალავრიატის დიპლომის მიღებამდე. მას შემდეგ რაც მიიღებს ბაკალავრის დიპლომს, სტუდენტი ხდება Graduate. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელები Graduate ტერმინით აღნიშნავენ მიზანს, ხოლო ინგლისელები Undergraduate–თი თვით სწავლების პროცესს. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური ინგლისურენოვან ქვეყნებში გულისხმობს სპეციალისტთა მომზადებას გარკვეული განხრით. სწავლების შედეგების საფუძველზე კურსდამთავრებულებს ენიჭებათ შემდეგი ხარისხები:

  • BA — ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი;
  • BEd — პედაგოგიურ მეცნიერებათა ბაკალავრი;
  • EEng — ტექნიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი;
  • BSc — საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი;
  • LLB — იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრი;
  • BMus — მუსიკის ბაკალავრი;
  • BM — მედიცინის ბაკალავრი;

სწავლების ხანგრძლივობა უმეტეს სპეციალობებზე შეადგენს 3–4 წელიწადს. გამონაკლისია ბაკალავრი მედიცინის სფეროში, სტომატოლოგიასა და არქიტექტურაში, რომელთა პროგრამები გრძელდება 7 წლამდე. სწავლების პროცესში სტუდენტები სწავლობენ საბაზო საგნების ფართო სპექტრს და სპეციალურ დისციპლინებს.

დასავლეთის ქვეყნებში განათლების სისტემა ბაკალავრიატის პროგრამით ხასიათდება შემდეგი თვისებებით: მოქნილობა, სტუდენტისადმი დემოკრატიული დამოკიდებულება, აქცენტი პიროვნულ მოტივაციაზე და დამოუკიდებელ მუშაობაზე. სტუდენტები დამოუკიდებლად ირჩევენ საგნებს ყოველ სემესტრში საერთო პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიხედვით დგინდება სასწავლო კრედიტების სავალდებულო მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა – აუდიტორული მეცადინეობების საათები და დამოუკიდებლად მუშაობის დრო, რომელიც გამოყოფილია თითოეულ საგანზე. კურატორების დახმარებით სტუდენტი ირჩევს სავალდებულო ფაკულტატურ დისციპლინებს მოცემულ სემესტრში, განსაზღვრავს მისთვის მისაღებ დროს სწავლებისთვის და ადგენს ცხრილს. სწავლების ძირითადი ფორმები ბაკალავრიატის პროგრამით უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ეს არის ლექციები, სემინარები, სტუდენტისა და მასწავლებლის ინდივიდუალური მეცადინეობა და დამოუკიდებლად მუშაობა.

ბაკალავრის ხარისხი არის სერთაშორისო დონის და იგი აღიარებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამას გარდა, ბაკალავრის დიპლომის მიღება აუცილებელ პირობას წარმოადგენს სწავლის გაგრძელებისათვის შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე, როგორიცაა Postgraduate Programme.