ტერმინები

GMAT

GMAT (Graduate Management Admission Test) წარმოადგენს ელექტრონული სახის ტესტს საქმიანი ინგლისურის ცოდნის დონის დასადგენად. GMAT–ის ჩაბარება აუცილებელია მათთვის, ვინც აპირებს სწავლას MBA პროგრამით ბიზნეს სკოლებში.

უპირველეს ყოვლისა GMAT–ის საშუალებით მოწმდება ცოდნა მენეჯმენტის სფეროში (ანალიტიკური და მათემატიკური შესაძლებლობები, ინტელექტის დონე, პიროვნების პოტენციური შესაძლებლობები). გამოცდის ჩასაბარებლად რაიმე სპეციფიური ცოდნა სფეროების მიხედვით საჭირო არ არის, თუმცა ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა აუცილებელია.

ზოგიერთი ფაქტი

1953 წელს რამოდენიმე მსხვილმა ბიზნეს სკოლამ გადაწყვიტა ერთობლივად შეექმნათ აბიტურიენტთა შერჩევის უნივერსალური სისტემა. ასე შეიქმნა სტანდარტიზირებული ტესტი, რომელსაც ეწოდება GMAT.

ამჟამად GMAT–ის ტესტირება გამოიყენება მრავალ ქვეყანაში და ტარდება წელიწადში 200000–ზე მეტჯერ. თუ GMAT–ის შექმნიდან ცოტა ხანში ეს ტესტი, როგორც მისაღები გამოცდა, გამოიყენებოდა მხოლოდ 54 ბიზნეს სკოლაში, ახლა უკვე მას დაახლოებით 1500 ბიზნეს სკოლა იყენებს. გამოცდის შედეგები ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. თუ გამოსაცდელი პიროვნება თავისი შედეგით კმაყოფილი არ არის, მაშინ მას შეუძლია ხელახლა ჩააბაროს GMAT, მაგრამ არა უმეტეს 5–ჯერ წელიწადში. გამოცდის ჩაბარების ფასი: 250 აშშ დოლარია.

გამოცდის ფორმატი

GMAT შედგება სამი ნაწილისაგან, რომელთაგან თითოეული მიმართულია კანდიდატის სხვადასხვა შესაძლებლობების გამოსავლენად. პირველი ორი ნაწილი შეიცავს წერით დავალებებს, მესამე კი წარმოადგენს ტესტს.

Analytical Writing Assessment (ანალიტიკური წერის ნაწილი) მოიცავს დავალებას, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწეროს ორი თხზულება. თხზულების თემას განსაზღვრავს კომპიუტერი. როგორც წესი, პირველი თხზულება ეხება სადავო მტკიცებულების ანალიზს, ხოლო მეორე – არგუმენტის ანალიზს. თითოეული თხზულების დასაწერად მოცემულია 30 წუთი.

Quantitative Section (რაოდენობრივი ნაწილი) ამოწმებს მათემატიკურ უნარ–ჩვევებს, ბაზისური კონცეფციების ცოდნას, მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტის უნარს. ეს ნაწილი შედგება 37 კითხვისაგან, თითოეულ მათგანზე უნდა შეირჩეს პასუხი 5 მოცემული ვარიანტიდან. დავალების შესასრულებლად მოცემულია 75 წუთი.

Verbal Section (ვერბალური ნაწილი) შედგება 41 კითხვისგან თითოეულისთვის 5 სავარაუდო პასუხით. ამ ტესტის დავალებები დაჯგუფებულია თემებად: ტექსტის გაგება, კრიტიკული აზროვნება, წინადადების გასწორება. დავალების შესრულებაზე გამოყოფილია 75 წუთი. Verbal Section შედგება ორი ტიპის დავალებისაგან:

  • 1) Reading Comprehension (წაკითხული ტექსტის გაგება) მოითხოვება პასუხის გაცემა კითხვებზე წაკითხული ტექსტის მიხედვით. ტექსტების თემა ეხება საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებს, მარკეტინგს, მენეჯმენტსა და ეკონომიკის პრობლემებს. ტექსტები რომლებიც შესულია დავალებაში შინაარსით ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა სპეციალიზირებულ ცოდნას არ მოითხოვს.
  • 2) Critical Reasoning (კრიტიკული აზროვნების უნარი) შედგება კითხვებისაგან, რომელთა მიზანია დაადგინოს მოქმედებების დაგეგმვის, არგუმენტაციის და კრიტიკული შეფასების უნარები. ამას გარდა, ითხოვენ წინადადების გასწორებას – უნდა შეირჩეს ხუთი ვარიანტიდან საუკეთესო.

ტექსტის დასასრულს კანდიდატს ეძლევა საშუალება უპასუხოს ანკეტური ხასიათის კითხვებს – რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, კვალიფიკაციას, ასევე თუ რომელ ბიზნეს სკოლაში გეგმავს სწავლას.

როგორ ფასდება შედეგი

GMAT–ის გამოცდის შედეგების მიხედვით კანდიდატი იღებს ცალ–ცალკე ქულებს ყოველ ნაწილზე: Quantitative Section, Verbal Section, Analytical Writing Assessment და საერთო შეფასებას 200–დან 800 ქულამდე. ყოველი შეფასებას აქვს პროცენტული გამოხატულება. პროცენტული შეფასება გვიჩვენებს კანდიდატის დონეს სხვა კანდიდატებთან შედარებით. GMAT–ის ოფიციალური შედეგები შეიძლება გაიგზავნოს 5 ბიზნეს სკოლაში.

GMAT–ის ოფიციალური საიტია: http://mba.com/