ტერმინები

GCSE

პროგრამა GCSE (General Certificate of Secondary Education) გათვალისწინებულია 14-15 წლის ასაკის მოსწავლეთათვის და წარმოადგენს საშუალო განათლების დამამთავრებელ ეტაპს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით. GCSE სერთიფიკატის მიღება და შემდგომ 2–წლიანი პროგრამა A-level ან International Baccalaureate წარმოადგენს აუცილებელ ეტაპებს სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ ჩაბარება დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში. GCSE პროგრამის ხანგრძლივობა არის 2 წელიწადი. საგნების უმეტესი ნაწილი არის არჩევითი.

GCSE გამოცდისთვის მომზადების პროცესში შეისწავლება 2 სავალდებულო საგანი: ინგლისური ენა და მათემატიკა და 4–6 საგანი არჩევით. როგორც წესი, არჩევითი საგნებია: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ლიტერატურა, ბიზნეს დისციპლინები, გეოგრაფია, ერთ–ერთი უცხო ენა, ბუღალტერიის საფუძვლები, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სტატისტიკა.

GCSE პროგრამის დასრულებისთანავე ბარდება სახელმწიფო გამოცდა, რომლის შედეგების მიხედვითაც გაიცემა არასრული საშუალო განათლების მოწმობა. მასში შეიტანება გამოცდებზე მიღებული ნიშნები თითოეული ჩაბარებული საგნის მიხედვით. ბრიტანელი მოსწავლეები აბარებენ GSCE–ს გამოცდას მე–11 კლასის ბოლოს, 15–16 წლის ასაკში. GSCE წარმოადგენს ერთიან ეროვნულ გამოცდას რითაც სრულდება საშუალო განათლების პირველი ეტაპი.

გამოცდების შედეგების მიხედვით მოსწავლეებს ეწერებათ ნიშნები შვიდბალიანი სისტემით: დაწყებული «A»–დან დამთავრებული «G»–თი. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ მიიღო ერთ–ერთი ქულა სამი უმაღლესი ქულიდან (A, B ან C) და არა ნაკლებ ხუთ საგანში. ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდგომ A-level ან International Baccalaureate პროგრამით.

დაშვებულია GCSE გამოცდის ჩაბარება ათ საგანში, მაგრამ ჩვეულებისამებრ მოსწავლეები ირჩევენ ექვს–რვა საგანს. სავალდებულო საგნებია: მათემატიკა, ინგლისური და უცხო ენები. გამოცდა ტარდება ტესტის ფორმით, რომელსაც ადგენს სასწავლო დაწესებულება. საბოლოო ნიშნების დაწერისას მხედველობაში მიიღება როგორც წერითი ტესტების შედეგები, ასევე პრაქტიკული სამუშაოები, და ასევე მიმდინარე ნიშნები არჩეულ საგნების მიხედვით გარკვეული დროის პერიოდში.