სწავლა–განათლება საზღვარგარეთ

შეისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ენები

იმოგზაურეთ და გაეცანით სხვადასხვა ქვეყნების კულტურას

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე!

globeჩვენი აზრით, ყველაზე კარგი გზა ენის შესასწავლად არის ჩახვიდე იმ ქვეყანაში სადაც ამ ენაზე საუბრობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები ენების შემსწავლელ მრავალ საზღვარგარეთულ სკოლასთან, იმისათვის რომ თითოეულ თქვენთაგანს უკეთ შეგირჩიოთ შესაფერისი სკოლა ან პროგრამა. თუ სურვილი გაქვთ რომ შეიწავლოთ ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, ესპანური, თურქული და სხვა ენები, მოგვმართეთ ჩვენ რათა დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.


რატომ საზღვარგარეთ?

აქაც ხომ შეიძლება ვისწავლო?

gogo რაოდენ ხანგრძლივადაც არ უნდა სწავლობდეთ უცხო ენას საქართველოში, სკოლაში ან თუნდაც უნივერსიტეტში, მაინც არასოდეს არ იქნება თქვენი ენა ისეთივე ცოცხალი, ბუნებრივი და თავისუფალი, სანამ არ ეწვევით იმ ქვეყანას, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, იქ გამგზავრება უმჯობესია არა ტურისტული, არამედ ენის შესწავლის მიზნით.

ცხადია, თუ თქვენ უცხო ენაში ანი და ბანიც კი არ იცით, მაშინ მის შესასწავლად საზღვარგარეთ წასვლა დროისა და ფულის უბრალოდ ხარჯვაა, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ უკვე გარკვეული, თუნდაც საბაზო ცოდნა, მაშინ ეს მოგზაურობა უაღრესად სასარგებლო და საინტერესო იქნება.

როცა ირჩევთ უცხო ენის შემსწავლელ კურსს საზღვარგარეთ, თქვენ აკეთებთ მნიშვნელოვან დროის ეკონომიას. ეფექტიანობა საზღვარგარეთ გავლილი უცხო ენის კურსისა ბევრად უფრო მაღალია, საქართველოში სწავლასთან შედარებით: იქ თქვენ ჩაფლული ხართ ენის გარემოში და გესმით ამ უცხო ენაზე საუბარი ყველგან – ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიებში, სკოლაში. ასევე ეცნობით ამ ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს. ორი ან სამი კვირა საზღვარგარეთ სწავლით შესაძლოა მიიღოთ იგივე შედეგი, რასაც საქართველოში ნახევარწლიანი კურსით მიაღწევთ.