ტერმინები

FCE

Cambridge ESOL exams - კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცდები – ინგლისური ენის ყველაზე პოპულარული საერთაშორისო გამოცდებია მთელს მსოფლიოში.

კემბრიჯის გამოცდების ჩაბარების პროცესში დგინდება ენის ცოდნის ზოგადი კომპეტენცია, უნარ–ჩვევები კითხვის, წერის, საუბრის და აუდირების მიმართულებით. გამოცდებს არა აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა, მათი ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის.

Cambridge ESOL გამოცდების შედეგები აღიარებულია ბიზნეს–საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტების, სამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული საგანმანათლებლო სტრუქტურების მიერ.

ზოგიერთი ფაქტი

ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აბარებს კემბრიჯის გამოცდებს და იღებს საერთაშორისო დონის კვალიფიკაციას. კემბრიჯის გამოცდის სერთიფიკატი არის უვადო და არ საჭიროებს ხელახლა ჩაბარებას.

გამოცდის ფორმატი

Cambridge ESOL exams შედგება ხუთი ტესტისგან (KET, PET, FCE, CAE, CPE), რომელთაგან თითოეული გათვლილია გამოსაცდელი პიროვნების ცოდნის შესაფერისი დონისათვის.

  • KET (Key English Test) ამოწმებს ინგლისურის ფლობის საბაზისო დონეს (Pre-Intermediate). KET გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: წაკითხვა და წერა, მოსმენა, საუბარი.
  • PET (Preliminary English Test) გულისხმობს ინგლისური ენის ფლობას Intermediate დონეზე, ანუ საბაზისოზე უფრო მაღლა. ტესტირების ეტაპები: წაკითხვა და წერა, მოსმენა, საუბარი.
  • FCE (First Certificate in English) – ამ ჯგუფიდან ყველაზე უფრო პოპულარული საერთაშორისო გამოცდაა – გათვლილია B2 ცოდნის მქონე კანდიდატზე. გამოცდა შედგება ხუთი ნაწილისაგან: კითხვა, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და საუბარი.
  • CAE (Certificate in Advanced English) – გათვლილია მაღალი დონის ცოდნის მქონე კანდიდატებისთვის. ტესტირების ეტაპები: კითხვა, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და საუბარი.
  • CPE (Certificate of Proficiency in English) – უმაღლესი საფეხურის გამოცდაა, გულისხმობს ენის ცოდნას თითქმის როგორც მშობლიური.

ამას გარდა არსებობს სპეციალური კემბრიჯის ტესტები სხვადასხვა პროფესიების მიხედვით:

  • BEC (Business English Certificate) - გამოცდა საქმიანი (ბიზნეს) ინგლისურის ცოდნის შესაფასებლად, რითაც მოწმდება ინგლისურში ბიზნეს ლექსიკის დონე და საქმიანი ტექსტების აგების უნარი. ენის ცოდნა განისაზღვრება სამი დონით:: BEC P (BEC Preliminary), BEC V (BEC Vantage) и BEC H (BEC Higher).
  • TKT (Teaching Knowledge Test) – ეს გამოცდა პადაგოგებისთვისაა. მისი მეშვეობით დგინდება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების უნარი. გამოცდა გათვლილია მათთვის ვისი ინგლისურის დონეც არის მინიმუმ B1.
  • ILEC (International Legal English Certificate) – ეს გამოცდა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ინგლისური ენის ცოდნის დონე იურისპრუდენციის სფეროში.
  • ICFE (International Certificate in Financial English) – გამოცდა ინგლისურ ენაში ფინანსებისა და ბუღალტერიის განხრით.

კემბრიჯის გამოცდები ბავშვებისათვის (Cambridge Young Learners Exams) მოიცავს 3 დონეს: Starters, Movers и Flyers. ამ გამოცდების ფარგლებში ტესტირება უტარდებათ ბავშვებს 7–დან 12 წლამდე. გამოცდის დონეები შემუშავებულია პრინციპით: მარტივიდან რთულისაკენ. ბავშვებისთვის გათვალისწინებული გამოცდების უმთავრესი მიზანია საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების შეფასება. მიუხედავად მიღებული ქულებისა, ყველა ბავშვი რომელიც გადის ტესტირებაზე იღებს სერთიფიკატს. გამოცდის მთავარი მიზანია – სტიმული მისცეს მოსწავლეს რათა მოახდინოს თავისი ცოდნის სრულყოფა.

როგორ ფასდება შედეგი

როგორც ზემოთ აღინიშნა, კემბრიჯის ყოველი გამოცდა შედგება რამოდენიმე ბლოკისგან. როგორც წესი, ესენია: კითხვა, წერა, აუდირება და მოსმენა. საბოლოო ქულა განისაზღვრება თითოეულ ბლოკში დაგროვილი ქულების შეჯამების შედეგად. სწორედ გაცემული პასუხების რაოდენობა იანგარიშება პროცენტულად. მაგალითად, KET გამოცდის სტრუქტურაში Reading and Writing–ის შეფასება შედგენს ტესტის 50%–ს, Listening და Speaking – 25%. KET გამოცდის შედეგების მიხედვით პიროვნებამ შეიძლება მიიღოს შემდეგი შეფასება:

  • Pass with merit (85-100%)
  • Pass (70-84%)
  • Level A2 (45-69%)
  • Fail (0-44%)

პირველ სამ შემთხვევაში გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, ხოლო ბოლო შემთხვევაში – არა. ოფიციალური ვებ–გვერდი: http://www.cambridgeesol.org/exams/