დანია
სწავლა–განათლება დანიაში
დანია – განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ შესთავაზოს სხვა ქვეყნებიდან სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს. ცხოვრების ხარისხი – დამახასიათებელი ნიშანია დანიური საზოგადოებისთვის, მოიცავს საკუთარ თავში სოციალურ უზრუნველყოფას, სუფთა ეკოლოგიურ და მიმზიდველ საქმიან გარემოს მაღალი ხარისხის მქონე განათლებით და კვლევებით, ასევე საერთაშორისო პერსპექტივას.
დანიის უმაღლესი საწავლებლები ორიენტირებულია საერთაშორისო არენაზე და სთავაზობენ პროგრამების და ინდივიდუალური კურსების ფართო არჩევანს ინგლისურ ენაზე.
დანიის განათლების სისტემა იმყოფება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. განათლების ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოები.
უმაღლესი განათლების სისტემა დანიაში წარმოდგენილია ორი სექტორის სახით: საუნივერსიტეტო სექტორი და კოლეჯის სექტორი (ანუ პროფესიულ სწავლაზე ორიენტირებული).
სტუდენტები, რომლებიც იღებენ უმაღლეს განათლებას დანიაში, მუშაობენ დამოუკიდებლად და იჩენენ საკუთარ ინიციატივას. ტრადიციულ ლექციებზე დასწრების დროს ისინი მუშაობენ მცირე ჯგუფებად. მათი სწავლების გარკვეული ნაწილი მოიცავს პროექტს და კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მეტი წილი კურსებისა არის არჩევითი, და სტუდენტები ირჩევენ სპეციალიზაციის საგნებს დამოუკიდებლად.
საუნივერსიტეტო სექტორი მოიცავს 12 უნივერისტეტს, რომელთაგან რამოდენიმე მათგანი სთავაზობს ერთდროულად რამოდენიმე ფაკულტეტს, მაშინ როდესაც ზოგიერთი ორიენტირებულია გარკვეული სფეროების მიხედვით: მშენებლობა, განათლება, აგრონომია, ფარმაკოლოგია და ბიზნესი. ამას გარდა კიდევ არის 13 ინსტიტუტი რომლებიც ასწავლიან სხვადასხვა სპეციალობებს: არქიტექტურას, ხელოვნებას, მუსიკას და ა. შ. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ისტორია, უძველესი ბიბლიოთეკები შესანიშნავად დაკომპლექტებული ლიტერატურით და მსოფლიო სახელის მქონე პედაგოგთა შემადგენლობა.
კოლეჯის სექტორი მოიცავს დაახლოებით 100–მდე სპეციალიზირებულ ინსტიტუტს უმაღლესი განათლების განხრით, რომლებიც სთავაზობენ პროფესიულ პროგრამებს. კოლეჯები, რომლებიც სთავაზობენ საშუალო ციკლის პროგრამებს, ძირითადად, ბაკალავრის ხარისხს. პროფესიული კოლეჯები, რომლებიც სთავაზებენ შემოკლებული ციკლის პროგრამებს, ძირითადად 2–წლიან პროფიესულ პროგრამებს.
რატომ უნდა ავირჩიოთ დანია?
სწავლების მაღალი დონე. სწავლების შესანიშნავი პირობები, თანამედროვე აღჭურვილობა. სტუდენტების განკარგულებაშია თანამედროვე კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და აუდიტორიები როგორც ლექციებისთვის, ისე ინდივიდუალური მეცადინეობისთვის, კომპიუტერული კლასი უფასო ინტერნეტით ყველა სტუდენტისთვის.
სწავლება ინგლისურ ენაზე. შეგიძლიათ აირჩიოთ 1000–ზე მეტი ინდივიდუალური კურსიდან ან 130 ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამიდან რომელიმე.
სოციალურად და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დანიაში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია, ხოლო სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის მცირეა.
დანია – გზა ევროპისკენ. დანია შედის ევროკავშირში და მისი განათლება აღიარებულია მთელს ევროპაში, ასევე ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. დანიის ყველა უმაღლესი სასწავლებელი იყენებს ევროპული კრედიტების სატრანფერო სიტემას (ECTS) და გაიცემა ორენოვანი დიპლომი – ინგლისურ და დანიურ ენებზე.



