ტერმინები

DELTA

DELTA (Diploma of English Language Teaching to Adults) – კვალიფიკაცია DELTA უფრო მაღალი დონის საფეხურია ვიდრე CELTA, რომელიც კანდიდატს აძლევს უფლებას ასწავლოს ინგლისური როგორც უცხო ენა მოზრდილ სტუდენტებს. იგი ასევე დამატებით მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიასაც.

საერთაშორისო კვალიფიკაცია DELTA შემუშავებული იქნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ინგლისური ენის როგორც უცხო ენის მასწავლებელთათვის, რომლებიც ესწრაფვიან კარიერულ ზრდას და სრულყოფენ თავიანთ პედაგოგიურ უნარ–ჩვევებს. DELTA პროგრამით მომზადება შეუძლიათ გაიარონ ინგლისური ენის პედაგოგებმა, რომელთაც აქვთ არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და უკვე მიღებული აქვთ რომელიმე საწყისი კვალიფიკაცია (მაგალითად CELTA).

კურსის მსვლელობისას მასწავლებლები ეცნობიან ინგლისური ენის სწავლების ახალ მეთოდებს. მათ ასწავლიან თუ როგორ შეარჩიონ და გამოიყენონ მასალა გაკვეთილზე, წარმართონ სწავლების პროცესი, განავითარონ თავიანთი პედაგოგიური და პირადი თვისებები რათა მიღწეული იქნას სწავლების წარმატებული შედეგები, სწორად დაგეგმონ გაკვეთილის მსვლელობა და შეიმუშავონ ახალი სასწავლო პროგრამები. კურსის ფარგლებში პადაგოგები სწავლობენ ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების პრინციპებს, ასევე თვითშეფასების უნარჩვევებს და თავიანთ პრაქტიკაში სწავლების ახალი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობებს.

პროგრამა DELTA შედგება სამი ძირითადი მოდულისაგან:

  • Understanding Language, Methodology and Resources for Teaching;
  • Developing Professional Practice;
  • Extending practice and English language teaching specialism;

აუცილებელია ატესტაციის გავლა სამივე მოდულში, რათა კანდიდატმა მიიღოს დიპლომი. სავალდებულო პროგრამა მოიცავს 120 საათიან თეორიულ კურსს მასწავლებლებთან და 10 საათიან სასწავლო პრაქტიკას მოზრდილ სტუდენტებთან. ჩატარებული პრაქტიკული გაკვეთილების შეფასება ხდება კურსის მასწავლებელთა მიერ. გარდა ამისა კანდიდატი უნდა დაესწროს არა ნაკლებ 10 გაკვეთილს როგორც დამკვირვებელი, რომელთაგან ხუთი აუცილებლად ტარდება გამოცდილი, DELTA დიპლომის მქონე პედაგოგების მიერ. სასწავლო საათების ძირითადი ნაწილი (დაახლოებით 300 სთ) ეძღვნება სასწავლო ლიტერატურის გაცნობას, კვლევით სამუშაოებს და წერითი დავალებების შესრულებას.

DELTA კვალიფიკაციის მქონე პიროვნებას თავისუფლად შეუძლია პრეტენდენტი იყოს ისეთ თანამდებობაზე როგორიცაა Director of Studies/ Academiс Director ნებისმიერ ენების სკოლაში.