კვიპროსი

სწავლა–განათლება კვიპროსზე

კვიპროსი არის კუნძულ–სახელმწიფო ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში. დედაქლაქია – ნიქოზია. კლიმატი კვიპროსზე თბილია – პრაქტიკულად მთელი წელი ანათებს მზე. თურქული და ბერძნული ენები არის კვიპროსის ოფიციალური ენები. ასევე ფართოდ არის გავრცელებული ინგლისური ენაც, განსაკუთრებით სასწავლებლებში.

კვიპროსი ულამაზესი და საინტერესო კუნძულია რომელზეც არის როგორც ცივი მთიანი მწვერვალები, ისე თბილი ზღვის პლიაჟები, წყნარი სოფლები და თანამედროვე ქალაქების ცენტრები, ეს არის მუსიკისა და ცეკვის, ისტორიული არქიტექტურის კუნძული. მჩქეფარე ღამის ცხოვრება დისკოთეკებით, ბარებითა და რესტორნებით – ამ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

განათლების მიღება კვიპროსზე შეიძლება მრავალ უმაღლეს სასწავლებელში. მაგალითად, კოლეჯის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სპეციალობა და ბაკალავრის დიპლომი ბიზნესის, მშენებლობის, საინჟინრო, მანქანათმშენებლობის ან სხვა რომელიმე დარგში.

საემიგრაციო კანონმდებლობა უწესებს უცხოელებს კურსების სავალდებულო რაოდენობას. სწავლების ღირებულება აქ უცხოელებისათვის უფრო ძვირია, ვიდრე კვიპროსელებისთვის. ყველა სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფს სტუდენტებს საცხოვრებელით: ათავსებს საკუთარ საერთო სტუდენტურ საცხოვრებელში ან ეხმარება ბინის შოვნაში.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ძირითადად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უცხოელებს საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ მოეთხოვებათ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ენიჭებათ ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი.

ასევე კვიპროსზე ბევრია ენების სკოლა, რომლებიც უცხოელ აბიტურიენტებს სთავაზობენ ინგლისური ენის შესწავლას.

ინგლისურენოვან ქვეყნებთან შედარებით კვიპროსზე ცხოვრება და სწავლა გაცილებით იაფი ჯდება.