ტერმინები

CELTA

CELTA (Certificate of English Language Teaching to Adults) – ეს არის საწყისი კვალიფიკაცია, რომელიც აძლევს უფლებას პედაგოგს შეასწავლოს ინგლისური ენა როგორც უცხო ენა ზრდასრულ ადამიანებს.

CELTA შემუშავებული იქნა 1970 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო საბჭოს მიერ (Cambridge ESOL - English for Speakers of Other Languages) და დღევანდელ დღეს წარმოადგენს მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და აღიარებულ საწყის კვალიფიკაციას ინგლისური ენის მასწავლებელთათვის. დაახლოებით 50 საგანმანათლებლო ცენტრი მთელს მსოფლიოში ადმინისტრირებენ გამოცდების ჩატარების პროცესს, რომლის შედეგადაც ხდება CELTA–ს კვალიფიკაციის მინიჭება.

CELTA–ს პროგრამის საფუძვლად აღებულია ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის შესწავლის კომუნიკაციური მეთოდიკა The Communicative Approach. მთავარი მიზანი მდგომარებს იმაში, რომ სტუდენტებმა შესძლონ აქტიურად გამოიყენონ უცხო ენა ყოველდღიურ სიტუაციებში. ამისათვის სასწავლო პროცესის ფარგლებში იქმნება სხვადასხვა სიტუაციები, ტარდება როლების გათამაშებები, ვიქტორინები და დისკუსიები.

კომუნიკაციური სწავლების სისტემის ამოცანა არის არა მხოლოდ ის, რომ სტუდენტმა გამოიმუშავოს თავისუფლად საუბრის უნარ–ჩვევები, არამედ ისიც რომ მან სწორედ გამოხატოს საკუთარი აზრები ლექსიკური და გრამატიკული კუთხით. გადამწყვეტ როლს ამ პროცესში თამაშობს კვალიფიციური მასწავლებელი, რომელიც უნაკლოდ ფლობს ენას და იცის სალაპარაკო ინგლისურის ყველა ნიუანსი.

სისტემის ერთ–ერთი განსაკუთრებული ნიშანია ეგრეთ წოდებული „შუამავალი ენის“ არარსებობა. მეცადინეობის მიმდინარეობისას მასწავლებელი არ იყენებს სტუდენტების მშობლიურ ენას გრამატიკის ახსნისათვის. გრამატიკის ახსნის დროს და ახალი სიტყვების მნიშვნელობების გადმოსაცემად გამოიყენება სულ სხვა საშუალებები: თვალსაჩინოებები, აუდიო და ვიდეო მასალები, ჟესტები.

კურსი შედგება როგორც თეორიული მეცადინეობებისაგან, ისე საკმაო რაოდენობით პრაქტიკული საათებისაგანაც. პროგრამა მოიცავს სავალდებულო ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკას, კერძოდ, სხვადასხვა ცოდნის დონის მქონე სტუდენტების სწავლებას, კვალიფიციურ პედაგოგების მუშაობაზე დაკვირვებას, გაკვეთილების ვიდეოჩანაწერების ყურებას, გაკვეთილების დაგეგმვასა და მენეჯმენტს.

კურსის დასრულების შემდეგ გამოცდის ჩაბარება არ მოითხოვება. CELTA კვალიფიკაციის მინიჭება ხდება იმ კანდიდატებისათვის, რომლებმაც მიიღეს დადებითი ქულები უშუალოდ სწავლებისა და პრაქტიკის განმავლობაში. არსებობს 3 ბალიანი შეფასების სისტემა: A, B და Pass, რომელიც გამოიყენება მთელი კურსის მანძილზე.

მსურველისთვის ვისაც სურს გაიაროს სწავლების კურსი CELTA–ს პროგრამით, აუცილებელია მინიმალური ასაკი იყოს 18 წელი და ფლობდეს ზეპირ და წერით ინგლისურში მაღალ დონეს (advanced ან უფრო მაღალი). CELTA–ს კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას ინტენსიური სწავლების შემთხვევაში არანაკლებ 30 საათს კვირაში.