ბელგია

სწავლა–განათლება ბელგიაში

ბელგია – ეს არის პატარა სახელმწიფო რომელიც მდებარეობს ევროპის ჩრდილო–დასავლეთით. განთქმულია არა მხოლოდ ლუდით და შოკოლადით, არამედ სამხატვრო გალერიებით და მულტიკულტურული საზოგადოებით.

ბრიუსელი – ქვეყნის დედაქალაქი და ერთ–ერთი მსხვილი კულტურული ცენტრია. აქ მდებარეობს ცენტრალური მოედანი Grand'Place რომელსაც გარს აკრავს ძველებული შენობები გოთურ სტილში, ბრიუსელის ტაძარი, Notre Dame du Sablon, სამეფო სასახლე (Palais Royal) და მშვენიერი მუზეუმები, რომელთა შორის ყველაზე დიდი კოლექციის მქონეა ბელგიის ხელოვნების სამეფო მუზეუმი.

ბელგია განთქმულია კარგად განვითარებული ეკონომიკით და ხარიხიანი პროდუქციის წარმოებით. ეს ქვეყანა წარმოადგენს ერთგვარ გზაჯვარედინს ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია და გერმანია. აქ ბრწყინვალედ არის განვითარებული სატრანსპორტო ქსელი. ანტვერპენი – ქალაქი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს – ალმასებით ვაჭრობის მსოფლიო ცენტრია. ათასწლეულების მანძილზე ფლანდრიას (ჩრდილოეთ ბელგია) საერთაშორისო ბიზნესზე ეჭირა კურსი. ეს ყველაფერი აძლევს დიდ ასპარზს ბელგიის უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებულებს გაიარონ სტაჟირება ან დასაქმდნენ საერთაშორისო კომპანიებში და ორგანიზაციებში, რომელთა სათაო ოფისებიც ბრიუსელში მდებარეობს.

ბელგიის განათლების სიტემას განსაზღვრავენ ფრანგული და ფლამანდიური სათვისტომოები. ძირითადი სტრუქტურულ–ორგანიზაციული პარამეტრები მათ ერთნაირი აქვთ, თუმცა განსხვავება არის ტერმინოლოგიაში. მაგალითად, პირველ შემთხვევაში დასახელებები იწერება ფრანგულად, ხოლო მეორეში ფლამანდიურად.

ბელგიის განათლების სისტემის სტრუქტურა ასეთია: დაწყებითი განათლება. სწავლების ვადა 6 წელია – იწყება 6 წლის ასაკიდან. საშუალო განათლება 4 დან 6 წლამდე მოიცავს სამ საფეხურს თითოეულზე 2 წელი სწავლებით. პირველი 4 წელი სწავლა სავალდებულოა. პირველ და მეორე საფეხურზე ისწავლება ზოგადი კურსი ან სპეციალიზირებული საგნები. უმაღლესი განათლება ცნობილია მაღალ ხარისხიანი სწავლებით. სწავლების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამეცნიერო კვლევებთან.

ბელგიაში 2004–2005 წლებში შემოღებული იქნა უნიფიცირებული სწავლების სიტემა უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო – ბაკალავრი–მაგისტრის ხარისხს.

ბელგიაში მოქმედებს 8 უნივერსიტეტი. ნაწილი უმაღლესი სასწავლებლებისა არის სახელმწიფო ან „ოფიციალური“ რომელთა დაფინანსებაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ. ასევე ფუნქციონირებენ კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც უწოდებენ „თავისუფალი“ ან „დამოუკიდებელი“. სახელმწიფო სასწავლებლები სთავაზობენ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო უმაღლეს განათლებას, არასახელმწიფო კი ამასთან ერთად სპეციფიურ (პროფესიონალურ) მიმართულებასაც ანდა რელიგიურ ორიენტაციას (კათოლიკური უნივერსიტეტები).

გარკვეულ სახელმწიფო პოსტებზე სამუშაოდ ანდა ზოგიერთ სპეციალობის მიხედვით სამუშაოდ (ადვოკატი, ექიმი, და სხვა) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით აუცილებელია საუნივერსიტეტო დიპლომის ქონა. სწავლების პროგრამა უნივერსიტეტებში მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბაზისო. "კანდიდატი" (Candidature) შეესაბამება ბაკალავრის დიპლომს. სწავლების ვადა 2 წელია. სტუდენტები სწავლობენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და გადიან ზოგად ტექნიკურ მომზადებას.
  • ძირითადი. "ლიცენციანტი" (Licenciate) შეესაბამება მაგსტრის დიპლომს. მოცემული ხარისხის მიღება შესაძლებელია კიდევ ორი ან სამი წლის სწავლებით სპეციალიზაციის მიხედვით და სამეცნიერო ნაშრომის დაწერით. ზოგიერთ დისციპლინებში შეიძლება საჭირო იყოს უფორ ხანგრძლივი დროით სწავლება.
  • დამატებითი. "დოქტორი" (Docteur). ეს ხარისხი შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ ერთი წლის შემდეგ „ლიცენციანტის“ წოდების მიღებიდან და მოითხოვება დისერტაციის დაწერა.
  • უმაღლესი. "აგრეჟე" ენიჭება 2 წლის შემდეგ დოქტორის წოდების მიღებიდან.