ავსტრალია

სწავლა–განათლება ავსტრალიაში

australia australia ავსტრალია არის შესანიშნავი ქვეყანა, მდებარეობს დედამიწის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნახევარ სფეროში. ესაზღვრება ორი ოკეანე – ინდოეთის და წყნარი. მეგობრულად განწყობილი მოსახლეობა, ბრწყინვალე პლიაჟები, გასაოცარი ბუნება, უნიკალური არქიტექტურა და მრავალი სხვა გელოდებათ ავსტრალიაში სწავლის პერიოდში. ამ ქვეყანაში ბევრია საინტერესო და არაჩვეულებრივი: სამხედრო მუზეუმი, ნიანგების ფერმა და აბორიგენების კულტურისა და ხელოვნების გალერეა, დარვინის ბოტანიკური ბაღი ან სამეფო ბოტანიკური ბაღი, სადაც წარმოდგენილია მცენარეები მთელი ჩვენი პლანეტის, სიდნეის ცნობილი ოპერა და მრავალი სხვა.

ავსტრალია გთავაზობთ ხარისხიან განათლებას, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში. ავსტრალიაში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ამას გარდა, სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებთან შედარებით სწავლებისა და საცხოვრებელის ღირებულება აქ შესამჩნევად დაბალია. ავსტრალიური განათლების ერთ–ერთი უპირატესობაა მისი მოქნილობა – სასწავლო პროგრამა შეიძლება შემუშავდეს თითოეული კონკრეტული სტუდენტისთვისაც კი. ავსტრალიური სასწავლო დაწესებულების წარმატებით დამთავრება წარმოადგენს მიღებული სპეციალობის მიხედვით სამსახურის შოვნის საუკეთესო პერსპექტივას.

ავსტრალიის განათლების სიტემა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და აერთიანებს ათასობით კერძო და სახელმწიფო სკოლას, 350–ზე მეტ კოლეჯს, 40 უნივერსიტეტს და ინგლისური ენის 500–ზე მეტ ცენტრს. უცხოელი სტუდენტების რაოდენობით ავსტრალია იმყოფება მესამე ადგილზე აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ამასთან, ავსტრალიაში განათლება 40%–ით იაფია, ვიდრე ინგლისში და 15–20%–ით იაფია, ვიდრე კანადაში.

სწავლება ავსტრალიაში აგებულია ბრიტანული მოდელის მიხედვით. სკოლამდელი სწავლება სავალდებულო არ არის. საშუალო განათლება გამიზნულია პიროვნების მრავალმხრივ განვითარებაზე. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას ძირითადი ყურადღება ექცევა ინგლისური ენის ცოდნას.

ავსტრალიის სკოლის შემდგომი განათლების სისტემა შეიძლება დაიყოს 4 სექტორად:
- პროფილური განათლება და სპეციალისტების მომზადება – Technical and Further Education – TAFE;
- საუნივერსიტეტო კურსები (მოსამზადებელი)
- უნივერსიტეტები
- English Language Intensive Courses for Overseas Students (ELICOS) – ენის შემსწავლელი კურსები.