Au Pair

დასაქმება გერმანიაში Au Pair-ის პროგრამით

სწავლა და მუშაობა ლეგალურად

პროგრამა "აუ-პაირ" ნიშნავს იცხოვრო და იმუშაო მასპინძელ ოჯახთან ერთად. იგი წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე კულტურათა გაცვლის პროგრამას - ეს არის ლეგალურად მუშაობა და ენის შესწავლა.

რა გელოდებათ თუკი გახდებით "აუ-პაირი"?

• გაიუმჯობესებთ გერმანული ენის ცოდნას გერმანიაში 1 წლის განმავლობაში
• უშუალოდ გაეცნობით გერმანელ ხალხს, მათ კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს
• დაათვალიერებთ გერმანიას, მსოფლიოში ცნობილ ქალაქებს, ნახავთ მრავალ ღირსშესანიშნავ ადგილს, რომლებიც არასოდეს გინახავთ
• შეიძენთ უამრავ ახალ მეგობარს, გაეცნობით მრავალ საინტერესო ადამიანს უცხოეთში
• რეალურად დაიწყებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, გექნებათ საკუთარი შემოსავალი

რას მიიღებთ მასპინძელი ოჯახისაგან?

• ცალკე ოთახს აუ-პაირისთვის
• უფასო კვებას ოჯახთან ერთად
• შესაძლებლობას გაიაროთ გერმანული ენის კურსები
• ყოველთვიურ ჯიბის ფულს მინიმუმ 260 ევროს
• უფასო სამედიცინო დაზღვევას
• შესაძლებლობას გაეცნოთ მასპინძელი ქვეყნის კულტურას და ხელოვნების ნიმუშებს
• ზოგიერთი ოჯახი შესაძლებლობას აძლევს აუ-პაირს ისარგებლოს მათი ავტომობილით ან ველოსიპედით
• ოჯახს შეუძლია მიიწვიოს აუ-პაირი მათთან ერთად გაატაროს შვებულება ან გამოსასვლელი დღეები ზღვაზე, სხვა ქვეყნებში ან საინტერესო მოგზაურობებში

მოვალეობები:

აუ-პაირის მოვალეობები მოიცავს ბავშვების მიხედვას (ჩაცმა, დაბანა, გასეირნება, მათთან თამაში, სკოლაში ან ბაღში წაყვანა და ა. შ.) აგრეთვე საოჯახო საქმეებში მიხმარებას (დასუფთავება, მტვრის აღება, დაუთოვება, მარტივი სჭმელების მომზადება და სხვა). ყოველდღიური სამუშაო დრო შეადგენს დღეში 5–6 საათს (შესაბამისად კვირაში 30 საათს).

ამ ეტაპზე განაცხადები მიიღება მხოლოდ გოგონებისგან.

სავალდებულო მოთხოვნები:

• ასაკი: 18-24 წელი
• არ უნდა იყოს დაქორწინებული და არ უნდა ჰყავდეს საკუთარი შვილები;
• გერმანული ენის ცოდნა საწყის A1 დონეზე (დამადასტურებელი სერტიფიკატი Start Deutsch 1)

დაგვიკავშირდით:

ტელ.: 2 590 590, 595 251 800

ვებ-გვერდი: www.au-pair.ge