ჩვენს შესახებ

შპს "ენებისა და ტურისზმის ცენტრი ჯორჯია" არის საქართველოში ერთ–ერთი სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანია რომელიც მოღვაწეობს განათლების სფეროში. ჩვენი ფირმა სთავაზობს ენის შემსწავლელ კურსებს თბილისში უცხოელთათვის და ადგილობრივთათვის, ასევე სწავლას საზღვარგარეთის ქვეყნებში, დასაქმებას "აუ–პაირ პროგრამით" გერმანიაში. ჩვენი პარტნიორები არიან საზღვარგარეთის ცნობილი სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერისტეტები, ინსტიტუტები და კოლეჯები, სააგენტოები.

როგორც პროფესიონალური და დინამიური სერვისის შემთავაზებელ ფირმას, ჩვენ გაგვაჩნია მკაფიოდ დასახული მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევაც ხორციელდება ჩვენი კომპეტენტური და გამოცდილი თანამშრომლების მიერ. ჩვენი კომპანია მოწოდებულია საზღვარგარეთ სწავლის თითოეულ მსურველს სწორად შეურჩიოს სასწავლო დაწესებულება თუ საგანმანათლებლო პროგრამა.

ჩვენ ვართ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება განათლების კონსულტირების სფეროში. ჩვენი მთავარი მიზანია კლიენტთა უზრუნველყოფა "სად, რა, როდის არის საჭირო" პრინციპის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა ხარისხის ფილოსოფიის და ჩვენი დევიზია "მაქსიმალურად დაკმაყოფილებული მომხმარებელი" .

ჩვენი გუნდი

გიორგი ირემაშვილი
დირექტორი

ლიკა ბაიაშვილი
მენეჯერი