სწავლა–განათლება საზღვარგარეთ

ენის კურსები, უნივერსიტეტები და კოლეჯები

შეისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ენები

იმოგზაურეთ და გაეცანით სხვადასხვა ქვეყნების კულტურას

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე!

globeჩვენი აზრით, ყველაზე კარგი გზა ენის შესასწავლად არის ჩახვიდე იმ ქვეყანაში სადაც ამ ენაზე საუბრობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები ენების შემსწავლელ მრავალ საზღვარგარეთულ სკოლასთან, იმისათვის რომ თითოეულ თქვენთაგანს უკეთ შეგირჩიოთ შესაფერისი სკოლა ან პროგრამა. თუ სურვილი გაქვთ რომ შეიწავლოთ ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, ესპანური, თურქული და სხვა ენები, მოგვმართეთ ჩვენ რათა დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.


რატომ საზღვარგარეთ?

აქაც ხომ შეიძლება ვისწავლო?

gogo რაოდენ ხანგრძლივადაც არ უნდა სწავლობდეთ უცხო ენას საქართველოში, სკოლაში ან თუნდაც უნივერსიტეტში, მაინც არასოდეს არ იქნება თქვენი ენა ისეთივე ცოცხალი, ბუნებრივი და თავისუფალი, სანამ არ ეწვევით იმ ქვეყანას, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, იქ გამგზავრება უმჯობესია არა ტურისტული, არამედ ენის შესწავლის მიზნით.

ცხადია, თუ თქვენ უცხო ენაში ანი და ბანიც კი არ იცით, მაშინ მის შესასწავლად საზღვარგარეთ წასვლა დროისა და ფულის უბრალოდ ხარჯვაა, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ უკვე გარკვეული, თუნდაც საბაზო ცოდნა, მაშინ ეს მოგზაურობა უაღრესად სასარგებლო და საინტერესო იქნება.

როცა ირჩევთ უცხო ენის შემსწავლელ კურსს საზღვარგარეთ, თქვენ აკეთებთ მნიშვნელოვან დროის ეკონომიას. ეფექტიანობა საზღვარგარეთ გავლილი უცხო ენის კურსისა ბევრად უფრო მაღალია, საქართველოში სწავლასთან შედარებით: იქ თქვენ ჩაფლული ხართ ენის გარემოში და გესმით ამ უცხო ენაზე საუბარი ყველგან – ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიებში, სკოლაში. ასევე ეცნობით ამ ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს. ორი ან სამი კვირა საზღვარგარეთ სწავლით შესაძლოა მიიღოთ იგივე შედეგი, რასაც საქართველოში ნახევარწლიანი კურსით მიაღწევთ.


უნივერსიტეტები და კოლეჯები

საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ პრესტიჟულ თანამდებობებზე მოხვედრა იოლია.

students სად მივიღო განათლება? ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას მომავალმა სტუდენტმა. ალბათ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საზღვარგარეთ მიღებული საერთაშორისო დონის დიპლომი და განათლება წარმატებული კარიერის საწინდარია. გადახედეთ თუნდაც იმ ხალხის ბიოგრაფიებს, ვინც დღეს სამინისტროების, ბანკების, კერძო კომპანიების, თუ სახელმწიფო სტრუქტურების მაღალ თანამდებობებზე იმყოფება. ყველა მათგანს აქვს უცხოური დიპლომი (ბაკალავრის ან მაგისტრის). ახლა კი არჩევანი თქვენზეა. თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენი კომპანია გაგიღებთ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული სასწავლებლის კარებს.

- დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები და ბიზნეს სკოლები: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, შვეცია.

- იაფი და ხარისხიანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ბალტიის ქვეყნებში (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი)

- სწავლა დაბალ ფასად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი

- ამერიკისა და კანადის პრესტიჟული უნივერსიტეტები და კოლეჯები

ჩვენ შეგირჩევთ თქვენთვის სასურველ სასწავლო პროგრამას, დაგეხმარებით სასწავლებელში ჩარიცხვის და სავიზო ფორმალობების მოგვარებაში.